მარ-დელ-პლატა
მარ-დელ-პლატა — ქალაქი არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ბუენოს-აირესიდან 400 კმ-ით სამხრეთით. ქალაქი არგენტინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თევზის სარეწაო პორტი და უდიდესი საზღვაო კურორტია. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 614,350 ადამიანს, ამ მონაცემებით, ქვეყნის სიდიდით მე-7 ქალაქია.
ქალაქი | |
---|---|
მარ-დელ-პლატა Mar del Plata | |
ქვეყანა | არგენტინა |
პროვინცია | ბუენოს-აირესი |
კოორდინატები | 38°00′00″ ს. გ. 57°33′00″ დ. გ. / 38.00000° ს. გ. 57.55000° დ. გ. |
დაარსდა | 10 თებერვალი, 1874 |
ფართობი | 79.48 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 38 მ |
მოსახლეობა | 614,350 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 6,816 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-3 |
სატელეფონო კოდი | +54 223 |
საფოსტო ინდექსი | B7600 |
ოფიციალური საიტი | mardelplata.gob.ar/Index00.asp |
ესპანელთა მოსვლამდე, ეს ტერიტორია დასახლებული იყო გუნუნა-კენას ხალხით, რომელიც მაპუჩეს ხალხის მძლავრ გავლენას განიცდიდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მარ-დელ-პლატა არგენტინის სანაპირო რეკრეაციულ ზოლში მდებარეობს, ქალაქის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას ტურიზმი წარმოადგენს. 2006 წელს მას 7 მლნ ტურისტი ეწვია. შესაბამისად, აქ მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა თავის არაერთი სასტუმროთი, რესტორნით, სამორინეთი და სხვა ტურისტული ატრაქციით. გარდა ამისა, მარ-დელ-პლატა არგენტინის მნიშვნელოვანი სპორტული ცენტრია. აქ მდებარეობს ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ფიფას 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის არგენტინაში მიმდინარეობისას გაიხსნა. აქვეა ასევე 5 გოლფის მოედანი.