მარტორქა ხოჭო (ლათ. Oryctes nasicornis) — მწერი ხეშეშფრთიანთა რიგისა. ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში. მისი სიგრძე 4 სმ აღწევს. მამლებს თავზე უკან გაღუნული რქა აქვთ. მარტორქა ხოჭოს მატლი იკვებება გახრწნილი მცენარეული ნარჩენებით. ზოგჯერ აზიანებს მცენარეების ფესვებსაც. განვითარება 4 წელი გრძელდება. გვხვდება ყველგან ტუნდრისა და ტაიგის გარდა.

მარტორქა ხოჭო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
სახეობა:  მარტორქა
ლათინური სახელი
Oryctes nasicornis

ლიტერატურა

რედაქტირება