მარტინოვკის საგანძური
მარტინოვკის განძი — შიცავს დაახლოებით 120 ვერცხლის ნივთს, რომელიც აღმოაჩინეს 1909 წელს უკრაინის ჩერკასის რაიონის სოფელ მარტინოვკაში ( დნეპრის რეგიონი). ამჟამად საგანძური ინახება კიევის პეჩერის ლავრის ისტორიული საგანძურის მუზეუმში.
განძი თარიღდება VI - VII საუკუნეებით .
რამდენიმე ვერსია არსებობს აღმოჩენის კულტურული კუთვნილების შესახებ . ყველაზე ხშირად ასოცირდება პენკოვოს არქეოლოგიურ კულტურასთან, რომელიც ანტებთანაა დაკავშირებული.
შუა დნეპრის რეგიონში და სევერსკის დონეცის ზემო წელში ცნობილია 20-ზე მეტი ასეთი საგანძურის არსებობის შესახებ.
განძი პოპულარობით სარგებლობს უფოლოგებს შორის, რომლებიც ხედავენ უცხოპლანეტელების სურათებს ვერცხლის ფიგურებში.
საგანძურის შემადგენლობა
რედაქტირებაგანძის დაახლოებით 120 ნივთს შორის გამოირჩევა: „მოცეკვავე კაცების“ ოთხი ანთროპომორფული ფიგურა, ხუთი ზოომორფული ფიგურა, სამი თითის გულსაბნევი, ექვსი სამაჯური, შუბლის გვირგვინები, საყურეები, სასაფეთქლე რგოლები, კისრის ტორსი, ქამრის ფირფიტები, ჩაფხუტის ნაწილები, ქამრები, თეფშის ფრაგმენტი, ორი ვერცხლის თასი, ევქარისტიისთვის განკუთვნილი კოვზი ბიზანტიელი ხელოსნების ნიშნებით.
ნაკეთობები დ სხვადამზადებულია ასხვა წარმოშობის 400-900 სინჯის ვერცხლით. ყველაზე დიდ მხატვრულ ინტერესს წარმოადგენს ადამიანებისა და ცხოველების ვერცხლის ფიგურები, რომლებიც დამზადებულია კონკრეტულ სტილში. ზოგიერთი მკვლევარი მასში ხედავს ჰუნების, ბულგარელების და ავარების გავლენას . არქეოლოგი ო. შჩეგლოვა ამტკიცებს, რომ მარტინოვის ფიგურები ევროპული წარმოშობისაა. [1][2]
მსგავსი ძეგლები
რედაქტირებაიმავე ეპოქას მიეკუთვნება ხარევის განძი. ასევე პასტირის ნაქალაქარი.
მარტინოვკის განძის გვიანდელი ნივთები დაახლოებით 625-675 წლებით თარიღდება. საგანძურის მასიური დამალვის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო პროტობულგარების ან ხაზარების თავდასხმის შედეგი.
რომნის კულტურა შესაძლოა ასეთი დასახლებების საფუძველზე განვითარდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Восточная Европа в середине I тысячелетия н. э. М., 2007;
- Pekarskaja L., Kidd D. Silberschatz von Martynovka (Ukraine) aus dem 6. und 7. Jahrhundert. Innsbruck, 1994
- Корзухина Г. Ф. Клады и случайные находки вещей круга «Древностей антов» в Среднем Поднепровье. Каталог памятников // МАИЭТ. Вып. V. Симферополь, 1996. С. 352—425, 525—705.
- Щеглова О. А. Тайна «пляшущих человечков» и «следы невиданных зверей». Антропо- и зооморфные изображения в раннеславянской металлопластике // Славяно-русское ювелирное дело и его истоки. Мат-лы МНК, посвящённой 100-летию со дня рождения Гали Фёдоровны Корзухиной. СПб, 10—16 апреля 2006 г. — СПб. — 2010. — С. 146—174
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Щеглова О. А. Тайна «пляшущих человечков» и «следы невиданных зверей». Антропо- и зооморфные изображения в раннеславянской металлопластике // Славяно-русское ювелирное дело и его истоки. Материалы МНК, посвященной 100-летию со дня рождения Гали Фёдоровны Корзухиной. СПб, 10—16 апреля 2006 г. — СПб. — 2010. — С. 163.
- ↑ British Museum Collection