ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარტა მიჰნა (დაბადების გვარიია პოლ. Zielińska; (გერმ. Marta Michna; დ. 30 იანვარი, 1978, გლოგუვი, პოლონეთი) — პოლონეთში დაბადებული მოჭადრაკე, რომელიც 2007 წლიდან გერმანიის სახელით გამოდის. 1999 წელს გახდა ქალთა შორის ფიდეს დიდოსტატი.

მარტა მიჰნა

მარტა მიჰნა. 2013 წელი. ვარშავა. ევროპის გუნდური ჩემპიონატი
ქვეყანა (სპორტი) პოლონეთის დროშა პოლონეთი
გერმანიის დროშა გერმანია, (2007 დან)
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1978 (1978-01-30) (46 წლის)
დაბადების ადგილი გლოგუვი, პოლონეთი
წოდება ქალთა შორის დიდოსტატი (1999)
ფიდე რეიტინგი 2314 (დეკემბერი 2012)
მაქსიმალური რეიტინგი 2430 (ოქტომბერი 2002)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარტა ზიელინსკა (შემდგომში მიჰრა) 1978 წლის 30 იანვარს პოლონეთის ქალაქ გლოგუვში დაიბადა. ჭადრაკის თამაში 8 წლისამ დაიწყო და იმ დროისათვის პოლონეთის ერთ-ერთ ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლებოდა. 1994 წელს ქვეყნის ქალთა პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. ამავე სინჯის მედალი კიდევ სამჯერ 1996, 1998, 2000 წლებში მოიპოვა[1]. 1995 წელს, ვერდენში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 18 წლამდელ გოგონებში ოქროს მედალი აიღო. 1996 წელს მენორკში მსოფლიოს 18 წლამდელ გოგონებში გახდა ჩემპიონი. 2002 წელს პოლონეთის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო 2003-ში ოქრო.

2000 წელს ნიუ-დელში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით 56-ე იყო. პირველ ტურში კანადელ ჯოანა ჩარესტ სძლია 2:0, თუმც მეორეში რუს ეკატერინა კოვალესკაიასთან გამოვარდა 0,5:1,5. [2] კვლავ მეორე ტურამდე მივიდა მომდევნო წელს მოსკოვში. პირველში ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა 3,5:2,5 და მეორეში ალმირა სკრიპჩენკოსთან გამოვარდა 1:3. [3] პირველივე ტურში დაასრულა ასპარეზობა 2006 წელს ეკატერინბურგში. იგი შოტლანდიის სახელით მოათამაშე ქეთევან არახამია-გრანტმა გამოაგდო 1,5:2,5. [4] 2019 წელს გერმანიაში ქალთა შორის ჩემპიონი გახდა.

პოლონეთის ნაკრები

რედაქტირება

პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში 1996 წელს, 18 წლისას უხმეს და ერევანში ოლიმპიადაზე სათადარიგო მოთამაშედ წაიყვანეს. მარტამ 6 პარტია მოიგო, ერთი წააგო და საკუთარ დაფაზე ინდივიდუალური ოქრო აიღო. ნაკრები კი მეცხრეზე გავიდა.

სათადარიგო იყო კიდევ სამ ოლიმპიადაზე 1998, 2000 და 2004 წლებში. 1998 წელს ელისტაში 2 მოიგო, 2 წააგო და 5 ყაიმით დაასრულა. 2000 წელს სტამბულში 5 მოიგო, 1 წააგო და 2 ყაიმით დაასრულა. 2004-ში კალვიაში წაუგებლად იასპარეზა, 5-5 მოგება-ყაიმი ითამაშა და მცირე ბრინჯაოს მედალი მიიღო. [5]

ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატი

რედაქტირება

2003 წელს პლოვდივში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეორე დაფაზე იჯდა. 1 მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო. 2005 წელს გეტებორგში გუნდური ოქრო მოიპოვა. იგი სათადარიგო მოთამაშე იყო და 2-2 მოგება, წაგება და ყაიმი გაიფორმა. [6]

გერმანიის ნაკრები

რედაქტირება

2008-ში დრეზდენში მესამე დაფაზე მოთამაშემ 5 პარტია მოიგო, 5 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-19 ადგილი ხვდა წილად. ნაკრები კი 21-ზე გავიდა.

კვლავ მესამე დაფაზე იყო და იგივე შედეგი აჩვენა 2012-ში სტამბოლში, თუმც ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო ნაკრები მე-11 ადგილს დასჯერდა.

ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატი

რედაქტირება

ქალთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ხუთჯერ იასპარეზა: 2007. ჰერაკლიონი, მესამე დაფა (+3, =4, -1). 2009. ნოვი სადი. მესამე დაფა. (+3, =4, -1). 2011. პორტო კარასი. მეორე დაფა (+4, =3, -2). 2013. ვარშავა. სარეზერვო დაფა. (+3, =2, -2). 2017. კრეტა. მეოთხე დაფა. (+3, =3, -1).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1990-იანი წლების ბოლოს რომანი ჰქონდა დიდოსტატ ალექსეი შიროვთან. 1999 წელს წყვილს გოგონა მაშა შეეძინათ. 2006 წელს გერმანელ მოჭადრაკე, ფიდეს ოსტატ კრისტიან მიჰრაზე[7] დაქორწინდა, გვარი ზიელინსკა მიჰრათი შეიცვალა და ერთ წელიწადში გერმანიის სახელით გააგრძელა გამოსვლა[8]. ქმართან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს და ოთხ შვილს ზრდის. მაშას გარდა ოჯახში სამი ბავშვი ჰყავს: მათეუში, მილოში და მაია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარტა_მიჰნა“-დან