მარტა კუბიშოვა
მარტა კუბიშოვა (ჩეხ. Marta Kubišová; დ. 1 ნოემბერი 1942, ჩეხეთი, ჩესკე-ბუდეიოვიცე) — ჩეხი მომღერალი, ჟურნალ „ახალგაზრდა მსოფლიოს მკითხვალთა გამოკითხვის,“ — „ოქროს ბულბულის“ სამგზის გამარჯვებული.
ცხოვრება და მოღვაწეობა
რედაქტირებამამამისი კარდიოლოგი იყო, დედამისი კი დღისით დიასახლისის საქმეს აგვარებდა, ხოლო საღამოობით პრაღაში, ცელეტნეს ქუჩაზე გრამაფონის ფირფიტებს ყიდდა. 1952 წელს მთელი ოჯახი პოდებრადში გადასახლდა, რის გამოც მარტამ ვერ შეძლო სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და მუშაობა დაიწყო პოდებრადის მინის ქარხანაში. მომღერლის კარიერა დაიწყო საცეკვაო ჯგუფით, როდესაც მან ნიმბურცში ნაშუადღევს იმღერა. 1962 წელს მან გაიმარჯვა შეჯიბრში „ვეძებთ ახალ ტალანტებს“. ამავე წელს მან დაკარგა სამსახური მინის ქარხანაში და მონაწილეობა მიიღო პარდუბიცეს „სტოპ“ თეატრის კონკურსში. 1963 წელს გამოვიდა პლზენის თეატრ ალფაში (მონაწილეობა მიიღო სცენაში „მოპარული თვე“, ლუდვიკ აშკენაზის დადგმაში „შავი კოშმარი“). 1964 წლის სექტემბერში იან შნეიდერის დახმარებით ის მიიღეს პრაღის თეატრ როკოკოში, სადაც გვიანი შემოდგომის სეზონზე გაიმართა იან შნეიდერის Chan & son-ის პრემიერა. ვაცლავ ნეცკართან და ელენა ვონდრაჩკოვასთან ერთად 1965 წლის დეკემბერში გამართა წარმოდგენა „დღესასწაულის მოლოდინში“. 1967 წელს მიიღო პირველი „ოქროს ბულბული“. მისი სიმღერა „ლოცვა მარტასთვის“ 1968 წელს ჩეხეთის ოკუპაციისას ეროვნული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა და ამავე წლის 1 ნოემბერს შეიქმნა პოპულარული ტრიო Golden Kids (მარტა კუბიშოვა, ვაცლავ ნეცკარი და ელენა ვონდრაჩკოვა). 1969 წელს მიიღო მეორე „ოქროს ბულბული“ და ცოლად წაჰყვა რეჟისორ იან ნემეცს. ერთი წლის შემდეგ კვლავ მიიღო „ოქროს ბულბული“, მაგრამ სამაგიეროდ იძულებული გახდა 1970 წლის 27 იანვრისთვის დაგეგმილი „Golden Kids“-ის უკანასკნელი გამოსვლის ორგანიზებისთვის ჟურნალ „ახალგაზრდა მსოფლიოს“ რედაქციისგან თავი შორს დაეჭირა.
1970 წლის თებერვლიდან მარტა კუბიშოვას ხელოვნებაში მოღვაწეობა აეკრძალა. ამის მიზეზად დასახელდა კუბიშოვას პორნოგრაფიები, რომელსაც ფოტომონტაჟით შეთითხნილი 3 ფოტო წარმოადგენდა. მოგვიანებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა სუპრაფონ ჰრაბალამ, რომელიც ითხოვდა სპეციალურ შეთანხმებაზე დაყრდნობით დაეშვათ გამონაკლისი და მარტასთვის კვლავ მიეცათ ხელოვნებაში მოღვაწეობის უფლება. 1972 წელს მარტა კუბიშოვამ 8 თვე კლინიკურ სიკვდილში გაატარა. 1977 წლის ქარტიით მისი სასჯელი კიდევ უფრო დამძიმდა. 1979 წლის 1 ივნისს მას ქალიშვილი, კატრინა შეეძინა. დიდი ხნის შემდეგ, 1988 წლის 1 დეკემბერს მარტა გამოვიდა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე. 1989 წლის 21 ნოემბერს, ხავერდოვანი რევოლუციისას მან ვაცლავის მოედანზე აივნიდან იმღერა „ლოცვა მარტასთვის“ (Modlitba pro Martu) და ჩეხოსლოვაკიის ჰიმნი, ხოლო შემდეგ alba Songy და ბალადები. 1990 წლიდან დაიწყო საკუთარი სტუდიური ჩანაწერების გამოშვება და სოლო კონცერტები. 1991 წელს გამართა საშობაო კონცერტი. 1994 წელს მარტა კუბიშოვა, ელენა ვონდრაჩკოვა და ვაცლავ ნეცკარი კვლავ შეიკრიბნენ, წარმოდგენისთვის Golden Kids Comeback. 1995 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა მარტა კუბიშოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ასევე 1995 წელს ადამ გეორგიევმა გამოსცა მისი ბიოგრაფიული წიგნი, — „მზის მოწყვეტა“. 2002 წლის ოქტომბერში მონაწილეობა მიიღო პრაღის ციხესიმაგრეში გამართულ წმინდა ვაცლავის დღესასწაულისადმი მიძღვნილ შეკრებაში. სამი წლის შემდეგ ლუბოშ ნეჩასის ავტორობით გამოიცა მისი მეორე ბიოგრაფიული წიგნი — „ასეთია უფლის ნება“.
მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში: „წამებულის სიყვარული“ (1966, რეჟისორი იან ნემეცი), „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ (1967). ასევე მონაწილეობდა ტელესერიალებში და ფილმებში: „სიმღერა რუდოლფ მესამეზე“, „მელანქოლიის ყელსაბამი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Adam Georgiev: Chytat slunce, vydalo nakladatelství Petrklíč v roce 1997, ISBN 80-85243-98-9,
- Ľuboš Nečas: Marta Kubišová - Asi to tak sám Bůh chtěl, vydalo nakladatelství Ikar v roce 2005, ISBN 80-249-0549-3, 150x215 mm