ჩესკე-ბუდეიოვიცე (ჩეხ. České Budějovice) — ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის მხარის უდიდესი ქალაქი, პოლიტიკური და კომერციული დედაქალაქი. აქ განთავსებულია ჩესკე-ბუდეიოვიცეს კათოლიკური ეპარქია, სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია. ჩესკე-ბუდეიოვიცე მდებარეობს ვლტავის ნაპირებზე, მდინარეების ვლტავისა და მალშეს შეერთების ადგილზე, ჩესკე-ბუდეიოვიცეს ქვაბულის ფარგლებში, ზღვის დონიდან 381 მ სიმაღლეზე

ქალაქი
ჩესკე-ბუდეიოვიცე
České Budějovice
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
რეგიონი (ჩეხეთი)|ჩეხეთის მხარეები|რეგიონი სამხრეთ ბოჰემია
შიდა დაყოფა České Budějovice 1[1] , České Budějovice 2[1] , České Budějovice 3[1] , České Budějovice 5[1] , České Budějovice 6[1] , České Budějovice 7[1] და České Budějovice 4[1]
კოორდინატები 48°58′29″ ჩ. გ. 14°28′29″ ა. გ. / 48.97472° ჩ. გ. 14.47472° ა. გ. / 48.97472; 14.47472
მმართველი Dagmar Škodová-Parmová
დაარსდა ივლისი, 1265
პირველი ხსენება 1265
ფართობი 55,56 კმ²
ცენტრის სიმაღლე 381
მოსახლეობა 96 053 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1 729 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 460 01
საავტომობილო კოდი C
ოფიციალური საიტი c-budejovice.cz/en/
ჩესკე-ბუდეიოვიცე — ჩეხეთის რესპუბლიკა
ჩესკე-ბუდეიოვიცე

ქალაქი ბოჰემიის მეფე ოტაკარ II-ის რაინდმა ჰირცომ დააარსა, 1265 წელს კი მუნციიპალური ქარტია მიიღო. შემდეგში იგი სამეფო ქალაქი და მეფის ძალაუფლების დასაყრდენი გახდა სამხრეთ ბოჰემიაში, როზენბურგების ოჯახის ძალაუფლების დასაბალანსებლად.

ჩესკე-ბუდეიოვიცე საქვეყნოდაა ცნობილი ლუდის წარმოებით, რომელსაც აქ XIII საუკუნიდან ხარშავენ. ამ დროისათვის, ქალაქი საღვთო რომის იმპერიის ლუდსახარშის ფუნქციებს ასრულებდა. მთელს მსოფლიოშია ცნობილი აქ წარმოებული ლუდის ბრენდი — ბუდვაიზერი. ლუდის წარმოება დღესაც ქალაქის მრეწველობის მთავარი დარგია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება