მარო დუკა
მარო დუკა (ბერძ. Μάρω Δούκα; დ. 1947) — ბერძენი მწერალი, რომანისტი. 1966 წლიდან ცხოვრობს ათენში. სწავლობდა ისტორიასა და არქეოლოგიას ათენის კაპოდისტრიულ უნივერსიტეტში. მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ 70-იანელთა თაობას. მის პირველ სადებიუტო თხზულებაში „კარდალა“ (Η Πηγάδα), რომელიც 1974 წელს გამოვიდა, გადმოცემულია ავტორის შთაბეჭდილებები პოლკოვნიკთა რეჟიმის შესახებ.
მარო დუკა | |
---|---|
ბერძ. Μάρω Δούκα | |
დაბადების თარიღი | იანვარი, 1947 (77 წლის) |
დაბადების ადგილი | ხანია |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
ალმა-მატერი | ათენის უნივერსიტეტი |
დაჯილდოებულია ჰერაკლიონის მუნიციპალიტეტის ნიკოს კაზანძაკისის პრემიით რომანისთვის „სულელის ოქრო“ (Η αρχαία σκουριά). ასევე დაჯილდოებულია საბერძნეთის სახელმწიფო ლიტერატურული პრემიით რომანისთვის „მოფარფატე ქალაქი“ (Η πλωτή πόλη), ბალკანიკას ლიტერატურული პრემიით[1], ათენის აკადემიის კოსტას და ელენი ურანისების პრემიით[2], კავაფისის პრემიით რომანისთვის — „უდანაშაულო და დამნაშავე“ (Αθώοι και φταίχτες). დუკას ასევე მიენიჭა თემელისის პრიზი მისი ბოლო რომანისთვის „მოდი, გვიამბე ტყუილები“ (Έλα να πούμε ψέματα).
შემოქმედება
რედაქტირებარომანები
რედაქტირება- სულელის ოქრო (Η αρχαία σκουριά, 1979)
- მოფარფატე ქალაქი (Η πλωτή πόλη, 1983)
- უმოძრაო ასპენები (Οι λεύκες ασάλευτες, 1987)
- ნახატის ძირზე (Εις τον πάτο της εικόνας, 1990)
- Ένας σκούφος από πορφύρα, 1995
- ციური მოძრაობები[3] (Ουράνια μηχανική, 1999)
- უდანაშაულო და დამნაშავე (Αθώοι και φταίχτες, 2004)
- სამართალი რთული რამ არის (Το δίκιο είναι ζόρικο πολύ, 2010)
- მოდი, გვიამბე ტყუილები (Έλα να πούμε ψέματα, 2014)
მოთხრობები და ნოველები
რედაქტირება- კარდალა (Η Πηγάδα, 1974)
- სად არის ფრთები? (Πού ’ναι τα φτερά; 1975)
- კარე ფიქსი (Καρέ φιξ, 1976)
- Γιατί εμένα η ψυχή μου, 2012
არამხატვრული ლიტერატურა
რედაქტირება- Ο πεζογράφος και το πιθάρι του, 1992
- Τα μαύρα λουστρίνια, 2005
- Τίποτα δεν χαρίζεται, 2016
თეატრი
რედაქტირება- გიყვართ ბრამსი? (Σας αρέσει ο Μπραμς; 2001)