მარნეულის სასურსათო ქარხანა

მარნეულის სასურსათო ქარხანა — ქალაქ მარნეულში მდებარე ქარხანა. დაარსდა 2007 წელს და საქართველოს უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 40 კმ-ში. ქარხნის ტერიტორია 49 000 მ² ფართობს მოიცავს, ხოლო სასაწყობო და საწარმოო შენობები 10 000 მ² არის განთავსებული.

მარნეულის სასურსათო ქარხანა
ტიპი საკვები და სასმელი პროდუქტები
დაფუძნდა 2007
სათავო ოფისი საქართველო; ქვემო ქართლი
თანამშრომელი 150
შვილობილ(ებ)ი მარნეული აგრო
საიტი ოფიციალური საიტი

ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა ევროპული დანადგარებითაა აღჭურვილი: “Fenco”, Niko, FAM, Petek, Krones. მარნეულის სასურსათო ქარხანა 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და საკონსერვო პროდუქტს უშვებს.

წარმოების ზრდის ხარჯზე 100%-ით ქართულმა პროდუქტმა უკვე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტი. მარნეულის სასურსათო ქარხნის დაარსების მიზანს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოყენება, ადგილობრივი მაღალი ხარისხის პროდუქციით იმპორტის ჩანაცვლება და მომხმარებლისთვის ნატურალური, ჯანსაღი პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს.

2013 წლის დასაწყისში განხორციელდა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქციის პირველი ექსპორტი ევროპაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება