მარკო მარკიონი (იტალ. Marco Marchionni; დ. 22 ივლისი, 1980, მონტეროტონდო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს სერია ა-ს კლუბ პარმაში.

მარკო მარკიონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მარკო მარკიონი
დაბადების
თარიღი
22 ივლისი, 1980 (1980-07-22) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
მონტეროტონდო, იტალია
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პარმა
ნომერი 32
ახალგაზრდული კარიერა
1995-1997 მონტეროტონდო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997–1998 მონტეროტონდო 29 (4)
1998–2001 ემპოლი 55 (7)
2001–2006 პარმა 112 (13)
2003 პიაჩენცა (იჯარა) 16 (1)
2006–2009 იუვენტუსი 63 (3)
2009–2012 ფიორენტინა 60 (7)
2012- პარმა 7 (1)
ეროვნული ნაკრები
2000–2002 იტა. U21 18 (2)
2003–2009 იტალია 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

მარკომ კარიერა მონტეროტონდოში დაიწყო, თუმცა მალევე ემპოლიში გადავიდა, სადაც 3 კარგი სეზონი ჩაატარა და მაგის ფონზე, იგი მალევე უფრო დიდ გუნდში პარმაში გადავიდა, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ იგი იჯარით პიაჩენცაში გაუშვეს, სადაც მან ბრწყინვალედ გაატარა ნახევარი სეზონი და იგი ისევ ემილია-რომანიას კლუბში დააბრუნეს.

2003/04 წელს მარკო პარმას ძირითადი ფეხბურთელი გახდა, მაშინ კლუბის მთავარი მწვრთნელი კი ჩეზარე პრანდელი იყო, ვის ხელშიც მარკო ბრწყინვალედ თამაშობდა და ეს სეზონი მისთვის საუცხოო იყო, მან 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ამავე წელს იგი იტალიის ნაკრებშიც იქნა გამოძახებული. შემდეგი 2 სეზონიც ბრწყინვალედ ჩაატარა მარკომ პარმაში და მისი ყურადღება მალევე ტურინულმა იუვენტუსმა მიიპყრო და მარკოც 2006 წლის ზაფხულს ტურინს შეუერთდა.

2006/07 სეზონში მარკო იუვენტუსთან ერთად სერია ბ-ში თამაშობდა, საიდანაც მან ისევე მიიღო მიწვევა იტალიის ნაკრებში. შემდეგი სეზონი არც ისე კარგი გამოდგა მარკოსთვის, მართალია უკვე სერია ა-ში, თუმცა ტრავმების გამო დიდი ნაწილი მაინც გაუცდა. საბოლოოდ კი მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა ტურინულ კლუბში და ერთი გოლი გაიტანა.

2008/09 სეზონი მარკო იუვეში ძირითადი ვინგერი იყო, რადგან მაურო კამორანეზიმ ტრავმა მიიღო. მან ძალიან კარგად გაართვა თავის საქმეს თავი და ერთ-ერთი გამორჩეული იყო, განსაკუთრებით რომასთან ჩატარებულ მატჩში, სადაც გოლიც გაიტანა. სეზონის ბოლოს მარკო ფლორენციულ ფიორენტინაში გადავიდა, სადაც მისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი დახვდა. სადებიუტო გოლი მან ჯენოას კარში გაიტანა. ფლორენციაში მარკომ 3 ნორმალური სეზონი გაატარა და კლუბისთვის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც იყო.

2012 წლის ზაფხულს მარკო თავისუფალი აგენტის სტატუსით ემილია-რომანია-ში დაბრუნდა, კერძოდ კი ისევ პარმაში, თუმცა მას იმედი აქვს რომ ოდესღაც თავისი საყვრელი კლუბის რომის ლაციოს ფორმასაც ჩაიცმევს, მას არაერთხელ უთქვამს რომ ოცნებობს ლაციოში თამაშს.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

მარკო U21-თან ერთად 2002 წელს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იყო მატეო ბრიგისთან, ანდრეა პირლოსთან და მანუელე ბლაზისთან ერთად. 2003 წელს კი უკვე დიდ გუნდთან ერთად იყო, მისი დებიუტი კი პოლონეთის ნაკრებთან შედგა ამხანაგურ მატჩში.

მიღწევები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება