მარი ვიქტორია დე ნოალი

მარი ვიქტორია დე ნოალი (ფრანგ. Marie Victoire de Noailles; დ. 6 მაისი, 1688 — გ. 30 სექტემბერი, 1766) — ფრანგი დიდგვაროვანი და გრაფინია. ნოალის მეორე ჰერცოგ ან ჟიულის ასული. მისი მეორე ქმარი იყო თვით საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის ვაჟი, ტულუზის გრაფი ლუი ალექსანდრ დე ბურბონი.

მარი ვიქტორია დე ნოალი
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1688
ვერსალი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 30 სექტემბერი, 1766, (78 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება მარკიზა დე გოდრინი
ტულუზის გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუი დე გოდრინი
ლუი ალექსანდრი, ტულუზის გრაფი
შვილ(ებ)ი ლუი ჟან მარი, პენტიევრის ჰერცოგი
მშობლები მამა: ან ჟიული, ნოალის გრაფი
დედა: მარი ფრანსუაზ დე ბურნონვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარი ვიქტორია დაიბადა 1688 წლის 6 მაისს ვერსალის სასახლეში. იგი იყო მეთექვსმეტე, ნოალის ჰერცოგ ან ჟიულისა და მარი ფრანსუაზ დე ბურნონვილის ოცი შვილიდან. მისი უფროსი და, მარი კრისტინა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მარშალსა და გაშის ჰერცოგ ანტუან დე გრამონს. მეორე და, ლუსი ფელიჩიტა დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და მისი საყვარლის, გაბრიელ დ'ესტრეს შთამომავალ ვიქტორ მარი დ'ესტრეზე. მისი კიდევ ერთი და, მარი ტერეზა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის ძმის შვილს.

პირველი ქორწინება

რედაქტირება

1707 წელს მარი ვიქტორია ცოლად გაჰყვა ლუი დე გოდრინზე, რომელიც იყო ლუი ანტუან დე გოდრინის ვაჟი, რომელიც თავის მხრივ იყო მონტესპანის მარკიზ ლუი ანრი დე გოდრინისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის სამეფო საყვარელ ფრანსუაზ ათენა დე როშეშუარის ვაჟი. აღსანიშნავია ისიც, რომ მარი ვიქტორიას პირველი ქმარი მადამ დე მონტესპანის შვილიშვილი, ხოლო მეორე ქმარი შვილი იყო.

პირველი ქორწინების პერიოდში, მარი ვიქტორია ატარებდა მარკიზა დე გოდრინის წოდებას. ცნობილია, რომ იგი მალევე გახდა ბურგუნდიის ჰერცოგინია მარია ადელაიდა სავოიელის ფრეილინა, რომელიც შემდგომში საფრანგეთის დოფინი და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის დედა გახდა.

პირველი ქორწინებიდან, მარი ვიქტორიას ორი ვაჟი შეეძინა: ლუი (1707-1743), ანტინის ჰერცოგი და ანტუან ფრანსუა (1709-1741), გოდრინის მარკიზი.

1712 წელს ჯერ მარი ვიქტორიას ქმარი დაიღუპა, შემდეგ კი მისი ქალბატონი, საფრანგეთის დოფინი მარია ადელაიდა სავოიელი (თავის ქმართან ერთად). ამ წელს საფრანგეთში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, რაც წითურას ეპიდემიით იყო გამოწვეული.

მეორე ქორწინება

რედაქტირება

1723 წლის 2 თებერვალს მარი ვიქტორია დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის ვაჟზე, ტულუზის გრაფ ლუი ალექსანდრზე. მათ ქორწინებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც საფრანგეთის მეფის რეგენტი, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II გარდაიცვალა მათ შესძლეს დაქორწინება.

ლუი ალექსანდრზე ქორწინებით, მარი ვიქტორიამ შემდეგი წოდებები მიიღო: ტულუზის გრაფინია, ვენდომის ჰერცოგინია, რამბუილეტის ჰერცოგინია, არკ-ენ-ბარუას ჰერცოგინია, შატოვილანის ჰერცოგინია და პენტიევრის ჰერცოგინია.

ტულუზის გრაფსა და გრაფინიას ვერსალის სამეფო სასახლეში საკუთარი ოფიციალური პალატები ჰქონდათ. შემდგომში ეს პალატები საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ ჩამოართვა მათ და საკუთარ ქალიშვილებს გადასცა, მარი ვიქტორიას კი თავისი დედამთილის, განსვენებული მადამ დე მონტესპანის ოთახში მოუწია გადასვლა.

ქვრივობა

რედაქტირება

1737 წლის 1 დეკემბერს 59 წლის ლუი ალექსანდრი გარდაიცვალა. მარი ვიქტორიას მისგან მხოლოდ ერთი ვაჟი დარჩა — პენტიევრის ჰერცოგი ლუი ჟან მარი, რომელიც მან სასწრაფოდ დააქორწინა მოდენის ჰერცოგის ასულ მარია ტერეზა ფელიჩიტა დ'ესტეზე. საპატარძლო მარი ვიქტორიას მულმა, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ის ცოლმა, ორლეანის ჰერცოგინია ფრანსუაზ მარი დე ბურბონმა შეარჩია. აღსანიშნავია ისიც, რომ მარია ტერეზა ფელიჩიტა ფრანსუაზ მარის შვილიშვილი იყო.

მარი ვიქტორიას ახალგაზრდა მეფე ლუი XV-თან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც შემდგომში მისი ვაჟის ნათლიაც გახდა. შესაძლოა ითქვას, რომ როდესაც ლუის დედა გარდაიცვალა, იგი სულ ორი წლის იყო და მას მარი ვიქტორია ზრდიდა. შესაბამისად იგი მისთვის მეორე დედასავით იყო და დიდ პატივს სცემდა მას.

1766 წლის 30 სექტემბერს გარდაიცვალა მარი ვიქტორია დე ნოალი, 78 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ecole lenôtre, G. Le Château de Rambouillet, seis siècles d'histoire, Calmann-Lévy, Paris, 1930, reimpressão por Denoël, Paris, 1984, Capítulo 3, Chez le fils du Roi Soleil, pp. 45-46
  • Madame de Pompadour by Nancy Mitford
  • ib. Lenotre, chapter 5, Le prince des pauvres, p. 79.