მარი დე ვალუა (ფრანგ. Marie de Valois; დ. 18 სექტემბერი, 1344 — გ. 15 ოქტომბერი, 1404) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და ბონა ლუქსემბურგელის ქალიშვილი. ბარის ჰერცოგინია როგორც რობერ I-ის მეუღლე.

მარი დე ვალუა
დაბადების თარიღი 18 სექტემბერი, 1344
გარდაცვალების თარიღი 15 ოქტომბერი, 1404, (60 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ბარის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) რობერ I, ბარის ჰერცოგი
მშობლები მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე
დედა: ბონა ლუქსემბურგელი

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1364 წელს მარი ცოლად გაჰყვა ბარის ჰერცოგ რობერ I-ს. ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარდა მწიგნობრობა და კითხვა. იგი გამუდმებით კითხულობდა რომანებსა და ლექსებს, თუმცა ასევე ძალიან იყო დაინტერესებული ასტროლოგიითაც. სწორედ ამიტომ, მასზე დიდი გავლენა ჰქონდა ასტროლოდ ჟან დ'არრას.

მარისა და რობერს თერთმეტი შვილი შეეძინათ:

  1. შარლი (?-1392);
  2. ანრი (1362-1397), გარდაიცვალა შავი ჭირით ტრევიცოში, იტალიაში. ცოლად შეირთო სუასონის გრაფინია მარი დე კუსი;
  3. ფილიპი (?-1396), მოკლეს ნიკოპოლის ბრძოლაში;
  4. ედუარდ III (1377-1415), ბარის ჰერცოგი, მოკლეს აზენკურის ბრძოლაში;
  5. ჟანი (1380-1415), მოკლეს აზენკურის ბრძოლაში.
  6. ლუი I (1375-1430), ბარის ჰერცოგი, ვერდენისა და შალონის ეპისკოპოსი, შემდგომში კარდინალი;
  7. მარი (?-?), 1384 წელს ცოლად გაჰყვა ნემურის გრაფ ვილჰელმ II-ს;
  8. იოლანდა (1365-1431), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ხუან I-ს, სწორედ მათი შვილი იყო ნეაპოლის დედოფალი იოლანდა არაგონელი, ხოლო საფრანგეთის დედოფალი მარია ანჟუელი მათი შვილიშვილი იყო;
  9. ბონა (?-?), 1393 წელს ცოლად გაჰყვა ლაინის გრაფ ვილჰელმ II ლუქსემბურგელს;
  10. ჟანა (?-1402), ცოლად გაჰყვა მონტფერატის მარკიზ თეოდორე II პალეოლოგს;
  11. იოლანდა (?-?), ცოლად გაჰყვა იულიხ-ბერგის გრაფ ადოლფ ლა მარკელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jean d'Arras, Melusine; or, The Noble History of Lusignan, transl. Donald Maddox, (The Pennsylvania State University Press, 2012), 234.
  • Pit Péporté, Constructing the Middle Ages: Historiography, Collective Memory and Nation-Building in Luxembourg, (Brill, 2011), 77.