მარიუს მუტე
მარიუს მუტე (ფრანგ. Marius Moutet; დ. 19 აპრილი, 1876, ნიმი, — გ. 29 ოქტომბერი, 1968, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, კოლონიური საკითხების სპეციალისტი.
მარიუს მუტე | |
---|---|
ფრანგ. Marius Moutet | |
დაბადების თარიღი | 19 აპრილი, 1876[1] [1] [1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ნიმი |
გარდაცვალების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1968[1] [1] [1] [3] [2] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
განათლება | ანრი IV-ის ლიცეუმი |
მეუღლე/ები | Anna Matoussevitch |
შვილ(ებ)ი | Aimée Moutet |
მუტე 1914-1928, 1929-1942 და 1945-1947 წლებში იყო საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატი მსოფლიო ინტერნაციონალის საფრანგეთის სექციიდან (შემდგომში — საფრანგეთის სოციალისტური პარტია), 1936-1938 და 1946-1947 წლებში — საფრანგეთის კოლონიების (შემდგომში — ზღვისიქითა ტერიტორიების) მინისტრი, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე — საფრანგეთის სენატის წევრი. კოლონიურ საკითხებში მუტე ილაშქრებდა რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა საფრანგეთის კოლონიებში ლმობიერი პოლიტიკის გატარებას, ხოლო ინდოჩინეთში ხო ში მინთან შეთანხმებას ვიეტნამისთვის საბოლოო დამოუკიდებლობის მინიჭების თაობაზე.
საფრანგეთის ეროვნული კრებაში მოღვაწეობის პერიოდში მუტე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი. 1933 წელს, როდესაც ფრანგი დეპუტატები განიხილავდნენ საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის პაქტსა და მასთან დაკავშირებული საკითხებს, მ. შ. პარიზში საქართველოს ემიგრანტული მთავრობის დიპლომატიური წარმომადგენლობის (ლეგაციის) ბედს, მუტემ კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული იყო მიუხედავად მისი დამოუკიდებლობის აღიარებისა თავად მოსკოვის მიერ და საფრანგეთის მთავრობას მოუწოდა, რომ ლეგაციის დახურვის შემთხვევაში უზრუნველეყო ქართველი ლტოლვილებისთვის განსაკუთრებული სტატუსი.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Lewis, James I. (2008). "The Tragic Career of Marius Moutet". European History Quarterly. 38 (1): 66–92. doi:10.1177/0265691407084462.
- Martin-Rosset, Freddy (2012). L'itinéraire politique drômois de Marius Moutet; édition de l'OURS (Office Universitaire de Recherche Socialiste), 12, cité Malesherbes, 75009 Paris. ISBN 978-2-911518-04-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 senat.fr
- ↑ 3.0 3.1 Sycomore / Assemblée nationale
- ↑ „პაქტი და საქართველო“, გაზ. „დამოუკიდებელი საქართველო“ № 90, ივნისი 1933. — გვ. 2-4.