მარის ველაიათი
მარის ველაიათი (თურქმ. Mary welaýaty) – თურქმენეთის ადმინისტრაციული ერთეული. დაარსდა 1992 წელს ყოფილი მარის ოლქის ტერიტორიაზე. ველაიათის ადმინისტრაციული ცენტრია მარი.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
მარის ველაიათი | ||
ქვეყანა | თურქმენეთი | |
ადმ. ცენტრი | მარი | |
კოორდინატები | 37°00′00″ ჩ. გ. 62°00′00″ ა. გ. / 37.00000° ჩ. გ. 62.00000° ა. გ. | |
დაარსდა | 14 დეკემბერი, 1992 | |
ფართობი | 87150 კმ² | |
მოსახლეობა | 1 480 400 (2005) | |
სატელეფონო კოდი | 3522 | |
საავტომობილო კოდი | MR | |
| ||
ისტორია
რედაქტირებაველაიეთის ტერიტორიაზე 1939-1963 წლებსა და 1970-1992 წლებში არსებობდა მარის ოლქი (ფართობი 86,8 ათასი კმ²). 1992 წლის 14 დეკემბრიდან ოლქის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მარის ველაიათი.
გეოგრაფია
რედაქტირებამარის ველაიათი მდებარეობს თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მურღაბის შუა და ქვემო დინებაში. ჩრდილოეთით მდებარეობს ყარაყუმის უდაბნო, სამხრეთით — ყარაბილისა და ბადხიზის მაღლობები. დიდი მდინარეა მურღაბი (2 წყალსაცავი) შენაკადებიანად. ველაიათის ტერიტორიას კვეთს ყარაყუმის არხი, რომელიც ამუდარიიდან ქალაქ მარიმდე სანაოსნოა.
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
მარის ოლქის რუკა 1983 წელს
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 443-444.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მარის ველაიათი დაარქივებული 2009-07-28 საიტზე Wayback Machine.