მარინ ჩილიჩი
მარინ ჩილიჩი (ხორ. Marin Čilić; დ. 29 სექტემბერი, 1988, მეჯუგორიე, ბოსნია და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია) — ხორვატი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი მესამე ჩოგანი.
ჩილიჩი მადრიდის მასტერსზე 2014 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) | ხორვატია |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | მონტე-კარლო, მონაკო |
დაიბადა |
29 სექტემბერი, 1988 მეჯუგორიე, ბოსნია და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია |
სიმაღლე | 198 სმ. |
პროფესიონალი | 2005 |
თამაში | მემარჯვენე |
მწვრთნელ(ებ)ი |
ბობ ბრეტი (2004–2013) გორან ივანიშევიჩი (2013–2016) იონას ბიორკმანი (2016–2017) ივან ცინკუსი (2018–) |
ფულადი პრიზი | 25,646,425 აშშ დოლარი |
ოფიციალური საიტი | marin-cilic.net |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 478–252 (65.48%) |
ტიტულები კარიერაში | 18 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-3 (29 იანვარი, 2018) |
მიმდინარე რეიტინგი | მე-7 (29 ოქტომბერი, 2018)[1] |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | ფინალი (2018) |
საფრანგეთის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (2017, 2018) |
უიმბლდონი | ფინალი (2017) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2014) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ჯგუფური ეტაპი (2014, 2016, 2017, 2018) |
ოლიმპიური თამაშები | 3რ (2016) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 78–84 (48.15%) |
ტიტულები კარიერაში | 0 |
უმაღლესი რეიტინგი | 49-ე (15 აპრილი, 2013) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (2018) |
ბოლოს განახლდა: 25 ნოემბერი 2018. |
ჩილიჩს მოგებული აქვს 1 დიდი სლემის ტურნირი – 2014 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, მან იაპონელი კეი ნისიკორი სამ სეტში დაამარცხა[2]. ხორვატი ასევე უიმბლდონის[3] და ავსტრალიის ღია პირველობის[4] ფინალებშიც გავიდა, სადაც ორჯერვე როჯერ ფედერერთან დამარცხდა. ჩილიჩმა ერთხელ მასტერსის ტურნირზე გაიმარჯვა. ჯამში მან კარიერაში ATP-ის 18 ტურნირი მოიგო ერთეულებში. სანაკრებო დონეზე, მარინ ჩილიჩს ერთი დეივისის თასი აქვს ხორვატიის ნაკრებთან ერთად მოგებული.
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები: 3 (1–2)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 2014 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | კეი ნისიკორი | 6–3, 6–3, 6–3 |
მარცხი | 2017 | უიმბლდონი | ბალახი | როჯერ ფედერერი | 3–6, 1–6, 4–6 |
მარცხი | 2018 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | როჯერ ფედერერი | 2–6, 7–6(7–5), 3–6, 6–3, 1–6 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Men's Tennis ATP Rankings“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
- ↑ „Marin Cilic wins 2014 US Open and first Grand Slam title“. bbc.com. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2018.
- ↑ „Wimbledon 2017: Roger Federer beats Marin Cilic to win record eighth title“. bbc.com. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2018.
- ↑ „Roger Federer wins sixth Australian Open and 20th Grand Slam title“. bbc.com. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2018.