მარინე ფარცვანია
მარინე ფარცვანია (დ. 14 ივნისი, 1963, მარტვილი) — ქართველი იურისტი.
მარინე ფარცვანია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 ივნისი, 1963 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.
1988-1991 წლებში მუშაობდა თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის სოცუზრუნველყოფის განყოფილების იურისტად. 1992-1998 წლებში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატი. 1998-1999 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე; 1999-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2000-2005 წლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრში კითხულობდა ლექციათა კურსს სამოქალაქო სამართლის პროცესში; 2005-2009 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010 წლებში ადვოკატთა სკოლა „გაბუნია და პარტნიორები“, პროექტის დირექტორი; 2009-2010 წლებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“-ში კითხულობდა ლექციათა კურსს სამოქალაქო სამართლის პროცესსა და სამოქალაქო სამართალში; 2011-2012 წლებში შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“, წამყვანი იურისტი; 2011-2014 წლებში სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", ადვოკატი; 2009-2014 წლებში „დავების განმხილველი ცენტრი“, არბიტრი; 2014 წლის მაისიდან დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსად.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, წევრი (2011-2014)
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1998-1999, გვ. 315