თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო — მეორე ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს საჩივრებს პირველი ინსტანციის (რაიონული (საქალაქო)) სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო | |
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ლოგო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 1 ნოემბერი, 2005 |
იურისდიქცია | თბილისი |
უწყების ხელმძღვანელი/ები | ვალერი ცერცვაძე, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი კოპალიანი, სასამართლოს მენეჯერი |
საიტი | |
ისტორია
რედაქტირება2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისისა სააპელაციო სასამართლო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი თბილისის საოლქო სასამართლო.[1]
შენობა
რედაქტირებათბილისის სააპელაციო სასამართლოს მისამართია თბილისში, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა[2].
სასამართლოს შენობა ოთხ სართულიანია. შენობა ფორმალურად დაყოფილია მოქალაქეთათვის განკუთვნილ და მოხელეთა სამუშაო სივრცეებად. შენობის მოქალაქეთათვის განკუთვნილი ნაწილი შედგება მისაღების, მოსაცდელისა და სხდომის დარბაზებისაგან.
სასამართლო რეფორმის ფარგლებში სასამართლოს შენობას ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია. სასამართლო სხდომის დარბაზები აღჭურვილია აუდიო ოქმის წარმოების, ვიდეოკონფერეციისა და ვიზუალური პრეზენტაციის სისტემებით.
სტრუქტურა
რედაქტირებათბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა მოსამართლე ვალერი ცერცვაძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოსამართლო კორპუსი შედება 3 პალატისა და 1 კოლეგიისაგან:
- სამოქალაქო საქმეთა პალატა;
- ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
- სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
- საგამოძიებო კოლეგია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობს სასამართლოს მენეჯერი. სასამართლოს აპარატის სტრუქტურა შემდეგნაირია:
- თავმჯდომარის ბიურო;
- საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება;
- კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები;
- მატერიალური უზრუნველყოფისა და სასამართლოს მანდატურის სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაქმებული არიან იურისტები, თარჯიმნები, კურიერები, მძღოლები, პროგრამისტები და ა.შ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 40 მოსამართლე და დასაქმებული არის 201 საჯარო მოსამსახურე[3].
სასამართლო რეფორმა
რედაქტირებათბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად არის ჩართული სასამართლო რეფორმის პროცესში. სასამართლო მოწოდებულია ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა მომსახურების მაღალი ხარისხისა და იურიდიულ განათლების განვითარებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიქმნა შემდეგი პროდუქტები:
- სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)[4];
- სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა[5];
- საქართველოს სასამართლოების შიდა საინფორმაციო საიტი (ინტრანეტი);
- უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარი[6];
- ძირითად ადმინისტრაციულ ორგანოთა საკონტაქტო მონაცემების ცნობარი[7];
- ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი[8];
- საქართველოს სასამართლოები Google Map-ზე[9];
- საქართველოს სასამართლოები Facebook-ზე[10];
და ა.შ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს უზენაესი სასამართლოს საიტი
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტი
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს საიტი
- საქმეთა მართვის პროგრამა (CMS)
- სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)[მკვდარი ბმული]
- სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა დაარქივებული 2013-07-22 საიტზე Wayback Machine.
- ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ძირითად ადმინისტრაციულ ორგანოთა საკონტაქტო მონაცემების ცნობარი
- უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარი
- საქართველოს სასამართლოები Google Map-ზე
- საქართველოს სასამართლოები Facebook-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გახსნა. YouTube.
- ↑ თბილისის სააპელაციო სასამართლო Google Map-ზე. Google Map.[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/232. თბილისის სააპელაციო სასამართლო.
- ↑ სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები). სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები).[მკვდარი ბმული]
- ↑ სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა. თბილისის სააპელაციო სასამართლო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-22.
- ↑ უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარი. თბილისის სააპელაციო სასამართლო.
- ↑ ძირითად ადმინისტრაციულ ორგანოთა საკონტაქტო მონაცემების ცნობარი. თბილისის სააპელაციო სასამართლო.
- ↑ ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლო.
- ↑ საქართველოს სასამართლოები Google Map-ზე. Google Map.
- ↑ საქართველოს სასამართლოები Facebook-ზე. Facebook.