მარინა აროშიძე
მარინა აროშიძე (დ. 7 აგვისტო, 1958) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგი.
დაიბადა ქალაქ ბათუმში. მისი განათლების მიმართულებებია: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფილოლოგია და რუსული ფილოლოგია. იყო ბათუმის №17 საშუალო სკოლაში 1979-1980 წლებში, ხოლო ბათუმის №4 საშუალო სკოლაში 1980-1993 წლებში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1993-1997 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის მასწავლებელი. ამავე უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის დოცენტი და კათედრის გამგის მოადგილე 1997-2004 წლებში. 2004-2006 წლებში რუსული ენის კათედრის პროფესორი. ლიცეუმის „ევრო–2000“-ის დირექტორი 2004-2006 წლებში. მარინა აროშიძე იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი 2006-2009 წლებში. იგი ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტს 2008-2013 წლებში და 2008-2014 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. იგი იყო სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2014-2016 წლებში და 2020 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონალური განყოფილების სწავლული მდივანი. მარინა აროშიძე არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006 შემდგ. და რედ, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 450, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge