მარია პრიმაჩენკო
მარია პრიმაჩენკო (უკრ. Марія Оксентіївна Примаченко; დ. 12 იანვარი, 1908 , ბოლოტნია, კიევის გუბერნია — გ. 18 აგვისტო, 1997, ბოლოტნია, ივანკივის რაიონი, კიევის ოლქი) — უკრაინელი თვით ნასწავლი მხატვარი, რომელიც პრიმიტივიზმის სტილში ხატავდა. ის ასევე აკეთებდა ნაქარგებს და კერამიკას.
მარია პრიმაჩენკო | |
---|---|
დაიბადა | 30 დეკემბერი, 1908 (12 იანვარი, 1909) |
დაბადების ადგილი | Bolotnia[1] |
გარდაიცვალა | 18 აგვისტო, 1997[2] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Bolotnia |
საიტი | http://www.prymachenko.in.ua/ |
1966 წელს შევჩენკოს ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას 2009 წელი პრიმაჩენკოს წლად ქონდა გამოაცხადებული. მის სახელს ატარებს კიევის ქუჩა და ერთი მცირე პლანეტა. პაბლო პიკასომ პარიზში პრიმაჩენკოს გამოფენის ნახვის შემდეგ თქვა: „ქედს ვიხრი ამ ბრწყინვალე უკრაინელის მხატვრული სასწაულის წინაშე“.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამარია დაიბადა გლეხის ოჯახში და ცხოვრების უმეტესი დრო გაატარა ივანკოვის რაიონის სოფელ ბოტოლნიაში, კიევის ოლქში. სოფელი ჩერნობილიდან სამხრეთით მხოლოდ 30 კილომეტრში მდებარეობს.[3] მხოლოდ მეოთხე კლასში იყო როდესაც პოლიომიელიტი დაემართა, რამაც მის ფიზიკურ განცითარებაზე იმოქმედა. შემდგომში ეს აისახა როგორც მის ცხოვრებაზე ასევე მის ხელოვნებაზეც.[4][5]
ბავშვობაში დედა ასწავლიდა ქარგვას. გვინა 1920-იანებში და ადრეულ 1930-იანებში მარია იყო ივანკოვის კოოპერატივის ნაქარგობის ასოციაციის წევრი. მისი ნიჭი მხატვარმა ტატიანა ფლორუმ შეამჩნია და 1935 წელს კიევის უკრაინული ხელოვნების მუზეუმის ცენტრალურ ექსპერიმენტულ სახელოსნოში სამუშაოდ მიიწვია.[4]
კიევში მარიამ ორი ოპერაცია ჩაიტარა რამაც დამოუკიდებლად დგომის საშუალება მისცა.[4] აქვე სეხვდა თავის მომავალ პარტნიორს ვასილი მარინჩუკს და 1941 წელს შეეზინათ ვაჟი ფედირ პრიმაჩენკო. ვასილი ისე გაიწვიეს ფინეთთან ომში, რომ დაქორწინება ვერ მოასწრეს საიდანაც ის არ დაბრუნებულა.[6] dying in Finland.[7] მარიას ძმა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებთან ბრძოლაში დაიღუპა. მარია დაბრუნდა სოფელში და კოლექტივში მუშაობდა.[6] მისის შვილი ფედიიც მხატვარი გახდა და ისიც პრივიტივიზმის სტილში ხატავდა. ფედირი 2008 წელს გარდაიცვალა. მარიას შვილიშვილები პეტრო და ივანი ასევე მხატვრები გახდნენ.[7]
შემოქმედება
რედაქტირებამარიას ნახატები 1936 წლის პირველ სახალხო შემოქმედების რესპუბლიკურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ეს გამოფენა ნაჩვენები იყო მოსკოვში, ლენინგრადში და ვარშავაში. მარია ამ გამოფენაში მონაწილეობისთვის პირველი ხარისხის დიპლომით დააჯილდოვეს. 1937 წელს ეს გამოფენა პარიზში იყო ნაჩვენები.[4]
მარიას ნახატები ინსპირირებული იყო უკრაინის და კონკრეტულად ისტორიულ გეოგრაფიული რეგიონ პოლესიეს ფოლკლორით და ტრადიციებით. ისინი შეიცავენ ცნობებას ბუნებრივ სამყაროსა და ზღაპრებზე.[8][9] 1930-იანებში მარიამ ნაქარგობიდან მხატვრობაში გადაინაცვლა და ამ პერიოდიდან მისი ნახატები მხოლოდ თეთრ ფონზეა შესრულებული. მისი გამომხატველი ხაზი ვითარდებოდა და ტრადიციულ უკრაინულ მოტივებს ახლებურად გამოსახავდა.[4]
1960-80 წლებში მისის სტილი სულ უფრო მეტი ცოცხალი ფერების პალიტრით და ახალი ნათელი ფონებით ვითარდებოდა. ამ პერიოდში ის აკვარელით მუშაობიდან გადადის გუაშზე. 1970-იანებიდან მარიამ მისი ტილოების უკანა მხარეზე ნაწარმოების თემასთან დაკავშირებული მოკლე ფრაზების და ანდაზების მიწერა დაიწყო.[4]
ნამუშევრების დაკარგვა
რედაქტირებაივანკოვის ისტორიული და ადგილობრივი ისტორიის მუზეუმში დაცული იყო მარიას რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც 2022-ში უკრაინაშ რუსეთის შეჭრის დროს დაიწვა.[10][11][12] სავარაუდოდ დაიკარგა მისი 25 ნამუშევარი. თუმცა ჟურნალისტი ტანია გონჩაროვას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების მიხედვით ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე ნახატის ცეცხლისგან გადარჩენა შეძლეს.[13] როგორც მარიას შვილთაშვილმა ანასტასია პრიმაჩენკომ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა ადგილობრივმა მამაკაცმა ცეცხლმოდებული შენობიდან 10 ნახატი გამოიტანა.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Примаченко Мария Авксентьевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Pryimachenko Maria, Sixteen Paintings in the National Museum of Ukrainian Folk Art, Shown On A Set of Sixteen Color Postcards Published By Aurora Art Publishers, Leningrad, 1979, "Art Ukraine" site
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Maria Prymachenko's fantastic world of flowers and animals en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 1 March 2022
- ↑ Halder, Santoshi; Argyropoulos, Vassilios (2 March 2019) Inclusion, Equity and Access for Individuals with Disabilities: Insights from Educators across World (en). Springer. ISBN 978-981-13-5962-0.
- ↑ 6.0 6.1 Bengal, Rebecca (1 March 2022). „Russian Forces Destroyed the Wild and Beautiful Art of Maria Prymachenko“. Vice. ციტირების თარიღი: 2 March 2022.
- ↑ 7.0 7.1 75 років від дня народження Федора Васильовича Примаченка (Приймаченко) (1941–2008), майстра народного декоративного розпису. Народився на Київщині — Славутицька бібліотека Ukrainian. ციტირების თარიღი: 2 March 2022
- ↑ Prymachenko Maria en-US. ციტირების თარიღი: 1 March 2022
- ↑ Kolisnyk, O. V., and M. O. Kovalenko. "Naive art: features of creative perception." Art and Design (2021).
- ↑ Giorgobiani, Natia. (28 February 2022) A museum with unique works by Maria Primachenko burned down near Kiev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 23 მარტი 2022.
- ↑ Оккупанты сожгли музей в Иванкове, сгорели работы Марии Приймаченко.
- ↑ Україна втратила понад 20 робіт Марії Примаченко внаслідок нападу Росії – Литовченко.
- ↑ Картини Приймаченко врятовано. Селяни винесли їх з палаючого музею. Еспресо.Захід uk. ციტირების თარიღი: 2 March 2022
- ↑ Schofield, Blanca. „Russia-Ukraine war: How Maria Prymachenko's art was saved from Putin's troops“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 5 March 2022.