მარია მანჩინი
მარია მანჩინი (იტალ. Maria Mancini, ფრანგ. Marie Mancini; დ. 28 აგვისტო, 1629, რომი, იტალია — გ. 8 მაისი, 1715, პიზა, იტალია) — იტალიელი არისტოკრატი. კარდინალ მაზარინის დისწული. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის პირველი სიყვარული და ოფიციალური საყვარელი. მანჩინების ხუთი გამოჩენილი დიდან მესამე.
მარია მანჩინი | |
---|---|
სრული სახელი
ანა მარია მანჩინი | |
წოდებები
პალიანოს პრინცესა | |
დაიბადა |
28 აგვისტო, 1629 რომი, იტალია |
გარდაიცვალა |
8 მაისი, 1715, (75 წლის) პიზა, იტალია |
საგვარეულო | მანჩინები |
მეუღლე(ები) | ლორენცო ონოფრიო კოლონა |
შვილ(ებ)ი |
ფილიპო მარკანტინიო კარლო |
მამა | ლორენცო მანჩინი |
დედა | ჯიროლამა მაზარინი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია მანჩინი დაიბადა 1629 წლის 28 აგვისტოს რომში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ლორენცო მანჩინისა და მისი ცოლის, ჯიროლამა მაზარინის მესამე ქალიშვილი. 1653 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მარია დედასა და და-ძმებთან ერთად გადასახლდა პარიზში, საფრანგეთის სამეფო კარზე, სადაც ჯიროლამას ძმის, კარდინალი მაზარინის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. კარდინალს მარიასა და მისი დების სარფიანად ქორწინება თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რათა ამგვარად მოეხდინა თავისი კავშირების გაძლიერება.
მარიას გარდა ისტორიაში ცნობილია მისი ოთხი და:
- ლაურა (1636-1657), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და გაბრიელ დესტრეს შვილიშვილს, ვენდომის ჰერცოგ ლუი დე ბურბონს;
- ოლიმპია (1638-1708), სუასონის გრაფის მეუღლე და ცნობილი გენერლის, ევგენი სავოიელის დედა;
- ორტენზია (1646-1699), ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე მეფე ჩარლზ II-ისა და მონაკოს პრინც ლუი I-ის საყვარელი;
- მარია ანა (1649-1714), ბუილონის ჰერცოგის მეუღლე;
სილამაზით სახელგანთქმულმა დებმა მანჩინებმა მალევე მოხიბლეს საფრანგეთის სამეფო კარი და მიიქციეს ახალგაზრდა მეფის, ლუი XIV-ის ყურადღება. მეფესა და მარიას ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ და რომანი გააბეს, თუმცა ამას ყველასგან უარყოფითი შეფასება მოჰყვა, რადგან მაზარინებს მისი სარფიანად გათხოვება უნდოდათ, სახელის შელახვის შემდეგ კი ეს შეუძლებელი გახდებოდა. ამის გამო, კარდინალმა მაზარინმა მარია სასწრაფოდ გააძევა სამეფო კარიდან და მონასტერში გააგზავნა, თუმცა მეფესთან ურთიერთობას იგი კვლავ აგრძელებდა. ახალგაზრდა ლუი იმდენად იყო მისით შეპყრობილი რომ მარიას ცოლად შერთვასაც კი ფიქრობდა, ამის შემდეგ კი საქმეში დედამისი, დედოფალი ანა ავსტრიელი ჩაერია. ანას თავიდანვე სურდა, რომ ლუი თავისი ძმის, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის ქალიშვილ მარია ტერეზაზე დაექორწინებინა, რის გამოც უარით გაისტუმრა მრავალი ევროპელი პრინცესა, უბრალო იტალიელი დიდებულის გამო კი ამ კავშირის ჩაშლას არ აპირებდა.
1660 წელს ანას გავლენით ლუი XIV-მ ცოლად მარია ტერეზა ესპანელი შეირთო, მარია მანჩინი კი საფრანგეთიდან გააძევეს და აუკრძალეს მეფესთან წერილის მიწერაც კი. 1661 წელს, სამშობლოში დაბრუნებული მარია ცოლად გაჰყვა პალიანოს პრინც ლორენცო ონოფრიო კოლონას. „სირცხვილის“ თავიდან ასარიდებლად მან ქორწინების მეორე დღეს განაცხადა, რომ მარია ქალწული იყო, რაც ყველამ იცოდა, რომ სიცრუე იყო, თუმცა ეს უბრალო იტალიელი თავადის ცოლის ამბები დიდად არავის ადარდებდა, ამიტომაც ყველაფერი მალევე მიიჩქმალა.
მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ, მარიასა და ლორენცოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 1672 წლის 29 მაისს, იმის შიშით, რომ ქმარი მოკლავდა მარია ჩუმად გაიპარა რომიდან, რომელსაც მალევე შეუერთდა მისი და, ორტენზია მანჩინიც. 1677 წელს მან თავისი მემუარები გამოაქვეყნა. მარია და ორტენზია ინგლისში, ლონდონში ცხოვრობდნენ სამეფო კარზე, სადაც ორტენზია მალევე იქცა მეფე ჩარლზ II-ის საყვარლად. 1689 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარია მანჩინმა დატოვა ინგლისი და მშობლიურ იტალიაში დაბრუნდა, სადაც პიზაში შეიძინა პატარა ვილა და იქ დასახლდა. მან სწორედ აქ გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1715 წლის 8 მაისს, 75 წლის ასაკში. დაკრძალულია პიზაში, ცენტრალური კათედრალის იატაკქვეშ.
შვილები
რედაქტირება- ფილიპო (1663-1714), პალიანოს პრინცი, ცოლად შეირთო ესპანელი დიდებული ლორენცა დე ლა სერდა, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა იტალიელ დიდგვაროვან ოლიმპია პამფიჯიზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- მარკანტინიო (1664-?);
- კარლო (1665-?);
ლიტერატურა
რედაქტირება- Miller, John (1987). Bourbon and Stuart: Kings and Kingship in France and England in the Seventeenth Century. ISBN 0-531-15052-6.
- Simone Bertière: Les Femmes du Roi Soleil. Fallois, Paris 1998, ISBN 2-87706-327-5.
- Pierre Combescot: Les Petites Mazarines. Grasset, Paris 1999, ISBN 2-246-47761-1.
- Gerty Colin: Un si grand amour. Louis XIV et Marie Mancini. Robet Laffont, Paris 1957.
- Claude Dulong: Marie Mancini. La première passion de Louis XIV. Perrin, Paris 2002, ISBN 2-262-00850-7.