მარია ანა საქსონიელი (1799-1832)
მარია ანა საქსონიელი (გერმ. Maria Anna von Sachsen; დ. 15 ნოემბერი, 1799, დრეზდენი, გერმანია — გ. 24 მარტი, 1832, პიზა, იტალია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიელი პრინცესა. ტოსკანის დიდი ჰერცოგინია 1824-1832 წლებში როგორც ლეოპოლდო II-ის პირველი მეუღლე.
მარია ანა საქსონიელი | |
---|---|
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 18 ივნისი, 1824 |
მმართ. დასასრული: | 24 მარტი, 1832 |
წინამორბედი: | მარია ფერდინანდა საქსონიელი |
მემკვიდრე: | მარია ანტონია სიცილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 ნოემბერი, 1799 |
დაბ. ადგილი: | დრეზდენი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 24 მარტი, 1832, (32 წლის) |
გარდ. ადგილი: | პიზა, იტალია |
მეუღლე: | ლეოპოლდო II, ტოსკანის დიდი ჰერცოგი |
შვილები: |
კაროლინა ავგუსტა მაქსიმილიანა |
სრული სახელი: | მარია ანა კაროლინა იოზეფა ვალენტინა ქსავიერა ნეპომუსენა ფრანცისკა დე პაულა ფრანცისკა დე ჩანტალ იოჰანა ანტონია ელიზაბეთ კუნიგუნდა გერტრუდა ლეოპოლდინა |
დინასტია: | ვეტინები |
მამა: | მაქსიმილიანი, საქსონიის კრონპრინცი |
დედა: | კაროლინა პარმელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ანა დაიბადა 1799 წლის 15 ნოემბერს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის კრონპრინც მაქსიმილიანისა და მისი მეუღლის, პრინცესა კაროლინა პარმელის შუათანა ქალიშვილი. 1804 წელს, დედამისის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა ცოლად მარია ფერდინანდას დედის ძმისწული, პრინცესა მარია ლუიზა კარლოტა პარმელი შეირთო, მაგრამ მასთან შვილები აღარ ჰყოლია. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია საქსონიის მომდევნო კურფიურსტი ფრიდრიხ ავგუსტ II და ესპანეთის დედოფალი მარია იოზეფა ამალია საქსონიელი.
1817 წლის 28 ოქტომბერს დრეზდენში შედგა მარია ანასა და ტოსკანის კრონპრინც ლეოპოლდოს მარიონეტული ქორწინება. ამის შემდეგ იგი თავის დასთან, მარია ფერდინანდასთან ერთად ჩავიდა ფლორენციაში, სადაც ამავე წლის 16 ნოემბერს შედგვა მათი ნამდვილი ქორწინება.
1821 წლის 6 მაისს მისი და, მარია ფერდინანდა დაქორწინდა მარია ანას მამამთილზე, ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ზე. ამით იგი ტოსკანის ახალი დიდი ჰერცოგინიაც გახდა, თუმცა ამ ქორწინების გამო დები ერთმანეთს რძალ-დედამთილადაც ერგებოდნენ.
1824 წლის 18 ივნისს, ფერდინანდო III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტს დიდი ჰერცოგი ლეოპოლდო II იკავებს, რითაც მარია ანა საქსონიელი ტოსკანის დიდი ჰერცოგინია გახდა. თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში მან განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა ანტიკური ნახატებისა და კლასიკური პოეზიისადმი. იგი გნოსტიკური მწერლობით იყო შეპყრობილი, რისი გავლენითაც თავადაც დაწერა მოკლე პოემა, სახელწოდებით Chuchotet d'Archont, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.
თავის ქმართან ერთად იგი გახდა წმინდა ანუნსიატას სახელობის სამხატვრო სკოლის დამაარსებელი და მფარველი. აღსანიშნავია, რომ ფლორენციაში ეს პირველი სასწავლებელი იყო კეთილშობილი და არისტოკრატი გოგონებისათვის.
მარია ანა საქსონიელი 1832 წლის 24 მარტს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა პიზაში. მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი იმ ეპოქისათვის განუკურნებელი დაავადება — ტუბერკულოზი გახდა.
მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 1833 წლის 7 ივნისს მისი მეუღლე ლეოპოლდო II მეორედ დაქორწინდა პრინცესა მარია ანტონია სიცილიელზე, ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის ქალიშვილზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეოპოლდოს მეორე სიდედრის ძმა, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII მარია ანას სიძე იყო.
შვილები
რედაქტირება- კაროლინა (1822-1841);
- ავგუსტა (1825-1864), ცოლად გაჰყვა ბავარიის პრინც ლუიტპოლდს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის ბავარიის მეფე ლუდვიგ III;
- მაქსიმილიანა (1827-1834), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Toscana, Luise von (1911). My Own Story. London: Ballantyne & Company LTD.
- Maria Anna. In:Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger, 1988, S. 302
- Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Anna Karolina von Sachsen. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 7. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1861, S. 28