მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი
მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი (გერმ. Maria Josepha Amalia von Sachsen, ესპ. María Josefa Amalia de Sajonia, დაბ. მარია ჟოზეფა ამალია ბეატრიქს ხავიერა ვალენტინა ალოისია ფრანსისკა დე პაულა ფრანცისკა დე კანტალ ანა აპოლონია იოჰანა ნეპომუსენა ვალბურგა ტერეზია ამბროსია ვეტინი; დ. 6 დეკემბერი, 1803, დრეზდენი, საქსონია — გ. 18 მაისი, 1829, არანხუესი, ესპანეთი) — ვეტინების დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის პრინც მაქსიმილიანისა და მისი ცოლის, პრიცესა კაროლინა პარმელის ასული. ესპანეთის დედოფალი 1819-1829 წლებში როგორც ფერდინანდ VII-ის მესამე ცოლი.
მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი | |
---|---|
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 20 ოქტომბერი 1819 |
მმართ. დასასრული: | 18 მაისი 1829 |
წინამორბედი: | მარია ისაბელ პორტუგალიელი |
მემკვიდრე: | მარია კრისტინა სიცილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 დეკემბერი 1803 |
დაბ. ადგილი: | დრეზდენი, საქსონია |
გარდ. თარიღი: | 18 მაისი 1829 (25 წლის) |
გარდ. ადგილი: | არანხუესი, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, ესპანეთი |
მეუღლე: | ფერდინანდ VII, ესპანეთის მეფე |
სრული სახელი: | მარია ჟოზეფა ამალია ბეატრიქს ხავიერა ვალენტინა ალოისია ფრანსისკა დე პაულა ფრანცისკა დე კანტალ ანა აპოლონია იოჰანა ნეპომუსენა ვალბურგა ტერეზია ამბროსია |
დინასტია: | ვეტინები |
მამა: | მაქსიმილიანი, საქსონიის პრინცი |
დედა: | კაროლინა პარმელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაქსონიის პრინცესა
რედაქტირებამარია ჟოზეფა ამალია 1803 წლის 6 დეკემბერს დაიბადა საქსონიის დედაქალაქ დრეზდენში. დედამისი, პრინცესა კაროლინა პარმელი მისი გაჩენიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, ხოლო მამამისმა, პრინცმა მაქსიმილიანმა ჩვილი მარია ჟოზეფა მონასტერში გააგზავნა რათა მომავალში მონაზონი გამხდარიყო. შედეგად მარია ჟოზეფა ძალიან მკაცრი კათოლიკური აღზრდის მეთოდებით იზრდებოდა და იგი ჭეშმარიტი კათოლიკე იყო. 1806 წლიდან მამამისმა გადაიფიქრა მისი მონაზვნად აღკვეცა და ამ დროიდან იგი სამეფო კარზე გვევლინება. იგი მალე მიეჩვია ამას და საკმაოდ კარგი პრინცესა გახდა.
ესპანეთის დედოფალი
რედაქტირება1818 წელს ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის მეორე მეუღლე, დედოფალი მარია ისაბელ პორტუგალიელი მშობიარობას გადაჰყვა. მან მკვდარი გოგონა გააჩინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეფეს აღარც ცოლი და აღარც მემკვიდრე აღარ ჰყავდა. ფერდინანდმა ევროპის პრინცესებს შორის მესამე ცოლის ძიება დაიწყო და თავისი არჩევანი საქსონიის პრინცესა მარია ჟოზეფა ამალიაზე შეარჩია. 1819 წლის 20 ოქტომბერს ფერდინანდი და მარია ჟოზეფა მადრიდში დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დედოფალი ძალიან გამოუცდელი, გულუბრყვილო და ახალგაზრდა იყო, ფერდინანდს ის ძალიან მალე შეუყვარდა რადგან იგი ძალიან კარგი ხასიათის და მის წინა ცოლებზე, მარია ანტონია ნეაპოლელსა და მარია ისაბელ პორტუგალიელზე გაცილებით ლამაზი იყო. ორი უშვილო ქორწინების შემდეგ ესპანეთში მეფე-დედოფალზე ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა, რადგან იყო ბურბონთა ესპანური დინასტიის შეწყვეტის საშიშროება. საქსონიის პრინცესები ცნობილები იყვნენ თავიანთი ნაყოფიერებით. მაგ: საფრანგეთის დოფინ მარია ჟოზეფა საქსონიელს 14 შვილი ჰყავდა, ესპანეთის დედოფალ მარია ამალია საქსონიელს 13, პოლონეთის დედოფალ მარია ჟოზეფა საქსონიელს კი 16. ამიტომ ყველა ელოდა, რომ მარია ჟოზეფა ამალიაც უამრავ მემკვიდრეს გააჩენდა. მიუხედავად ამგვარი სტატისტიკისა, ესპანეთის ახალი დედოფალი უშვილო აღმოჩნდა. ესპანელები უშვილობის გამო საშინლად ამცირებდნენ მას, რის გამოც იგი საზოგადოებაში გამოჩენას ერიდებოდა. რომის პაპი პიუს VII კი ფიქრობდა, რომ მათ შორის სქესობრივი კონტაქტი არ იყო და სწორედ ამიტომ არ ჩნდებოდა მემკვიდრე. ამის გამო პაპმა დედოფალს წერილი გაუგზავნა, სადაც მემკვიდრის გაჩენის მიზნით მეუღლესთან სარეცელის გაყოფას ურჩევდა და ეუბნებოდა, რომ ქმართან დაწოლა ცოდვა არაა. 1829 წლის 18 მაისს დედოფალი მოულოდნელად გარდაიცვალა 25 წლის ასაკში. მისმა ნაადრევმა გარდაცვალებამ მის ქმარს დიდი გულისტკივილი მოუტანა მაგრამ მემკვიდრის გამო მან მეოთხე ცოლი შეირთო მარია კრისტინა სიცილიელის სახით, რომელთანაც შეეძინა მომავალი მონარქი ისაბელ II.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- «María Josefa Amalia de Sajonia - Colección - Museo Nacional del Prado». www.museodelprado.es. Consultado el 4 de enero de 2017.
- Nationalbibliothek, Österreichische. «ÖNB-ALEX - Staatshandbuch». alex.onb.ac.at (en alemán). Consultado el 19 de octubre de 2017.
მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი დაიბადა: 6 დეკემბერი 1803 გარდაიცვალა: 18 მაისი 1829
| ||
წინამორბედი: მარია ისაბელ პორტუგალიელი |
ესპანეთის დედოფალი 1819-1829 |
შემდეგი: მარია კრისტინა სიცილიელი |