მარიამ-მაკრინა
ქართველი პოეტი
მარიამ-მაკრინა, (დ. დაახლოებით 1696/1698 ― გ. 1744 შემდეგ) — ქართველი პოეტი, ერეკლე I-ის (ნაზარ-ალი-ხანის) ასული, ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე, მალე დაქვრივდა, 1761-იდან მონაზონი გახდა და მაკრინად იწოდა.
მარიამ-მაკრინა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1696 ან 1698 |
გარდაცვალების თარიღი | 1744 |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა | კახეთის სამეფო |
მოღვაწეობდა ალავერდის წმ. ნიკოლოზის ტაძარში. მარიამ-მაკრინა დაახლოებული იყო კახეთის სამეფო კართან. ძმების — კახეთის მეფეების — დავალებით შეუდგენია სამეფო დოკუმენტები (მაგ., ე.წ. „ღვთაების გუჯარი“ და სხვა), რომელიც თავისი მხატვრულობით გამოირჩევა სხვა ანალოგიური საბუთებისაგან. მარიამ-მაკრინას ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ცნობილია იოსებ ალავერდელისადმი მიძღვნილი 2 ჰიმნოგრაფიული კანონი, ამავე წმინდანი სვინაქსარული ცხოვრება და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი აკროსიქული შესხმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 439.