მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი — გაეროს ქარტიის განუყოფელი ნაწილი, როგორც ეს განსაზღვრულია გაეროს ქარტიის XIV თავით, რომელმაც დააარსა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (შეცვალა საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმოვმოქმედი პალატა).
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი
| |
---|---|
ტიპი | სასამართლოს წესდება |
ხელი მოეწერა | 26 ივნისი, 1945 |
ადგილი | სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
ძალაში შევიდა | 24 ოქტომბერი, 1945 |
ხელი მოაწერეს | 50 სახელმწიფო |
მხარეები | 193 სახელმწიფო |
ენები | ინგლისური, ჩინური, ფრანგული, რუსული, ესპანური |
სტრუქტურა
რედაქტირებაწესდება დაყოფილია 5 თავად და შედგება 70 მუხლისგან. სტატუტი იწყება 1-ლი მუხლით, რომელიც აცხადებს:
„მართლმსაჯულების საერთაშორისო ორგანო, ჩამოაყალიბა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებამ, როგორც გაერთიანებული ერების ძირითადი სასამართლო ორგანო, ჩამოყალიბდება და იმოქმედებს მოყვანილი სტატუტის შესაბამისად.“
69 მუხლი დაჯგუფებულია 5 თავში:
- თავი I: სასამართლოს ორგანიზაცია (მუხლები 2-33)
- თავი II: სასამართლოს კომპეტენცია (მუხლები 34-38)
- თავი III: პროცედურა (მუხლები 39-64)
- თავი IV: საკონსულტაციო დასკვნები (მუხლები 65-68)
- თავი V: შესწორება (მუხლები 69 და 70)
მუხლი 38.1 ჩამოთვლის სამართლის წყაროებს, რომლებიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, ეს წყაროებია: ხელშეკრულებები, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი, სამართლის ზოგადი პრინციპები და, არაძირითადი, დამხმარე წყაროები, სასამართლო გადაწყვეტილებები და აკადემიური ნაშრომები, სწავლულთა მოსაზრებები და მათი დასკვნები. ეს წყაროები კვალიფიცირებულია 59-ე მუხლით, რომელიც აცხადებს, რომ ICJ-ის გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხოლოდ მხარეებისთვის ამ საქმეში და 38.2 მუხლი, რომელიც სასამართლოს უფლებას აძლევს გადაწყვიტოს საქმე ex aequo et bono, თუ მხარეები შეთანხმდებიან ამაზე.
სტატუტის მხარეები
რედაქტირებაგაეროს წევრი 193-ვე სახელმწიფო არის სტატუტის მხარე გაეროს ქარტიის რატიფიცირების საფუძველზე. გაეროს ქარტიის 93(2) მუხლის თანახმად, სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან გაეროს წევრი, შეიძლება გახდნენ წესდების მხარე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით და გაეროს გენერალური ასამბლეის დამტკიცებით. 2015 წლის მონაცემებით, არც გაეროს გენერალური ასამბლეის არაწევრი დამკვირვებელი ქვეყნები, კერძოდ, პალესტინის სახელმწიფო და წმინდა საყდარი, და არც სხვა სახელმწიფოები არ არიან წესდების მხარეები ამ დებულებების შესაბამისად. თუმცა წარსულში შვეიცარია (1948-2002), ლიხტენშტეინი (1950-1990), სან მარინო (1954-1992), იაპონია (1954-1956) და ნაურუ (1988-1999) გაეროს წევრ ქვეყნებად გახდომამდე წესდების მხარეები იყვნენ.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine. .
- საპროცესო ისტორიის ჩანაწერი და აუდიოვიზუალური მასალა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესახებ
- გაეროს საერთაშორისო სამართლის აუდიოვიზუალური ბიბლიოთეკის ისტორიულ არქივში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chapter I - Charter of the United Nations and Statute of the International Court of Justice: 3 . Statute of the International Court of Justice. United Nations Treaty Series (2013-07-09). ციტირების თარიღი: 2013-07-09
- ↑ Search here for "Art 93" to find a series of documents that list every non-UN member that became a party to the ICJ Statute.