მართლმადიდებელ წმინდანთა ტიტულები
მართლმადიდებელ წმინდანთა ტიტულები — კატეგორიები, რომლებზეც კანონიზაციისას მართლმადიდებლობა ყოფს წმინდანებს თავისი ტიტულის მიხედვით.
ტიტულები
რედაქტირებადასახელება | გაწევრიანების კრიტერიუმები |
---|---|
მოციქულები | იესო ქრისტეს მოსწავლეები: თორმეტი და 70 მოციქული |
უვეცხლონი | ქრისტიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი დიდსულოვნებით და უარს ამბობენ ქონებაზე საკუთარი რწმენის გამო. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან წმინდანები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან მკურნალობის ნიჭით და ამ შრომაში გასამრჯელოს არ იღებენ. |
ღვთისმოსავი | მეფეები და თავადები - თავიანთი ღვთისმოსაობისათვის, ეკლესიისა და სარწმუნოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. |
ნეტარი | |
დიდმოწამე | სარწმუნოებისათვის წამებულნი, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე და ხანგრძლივი წამება. |
მოძღვარი | პირი, რომელიც ღიად ქადაგებს საკუთარ რწმენას, ქრისტიანების დევნის დროს. წამებულებისაგან განსხვავებით, მოძღვრები წამების შემდეგ ცოცხლები რჩებოდნენ. |
წამებული | ადამიანები, რომლებიც ეწამნენ სარწმუნოების გულისთვის |
მართლმორწმუნე | ერისკაცები და მღვდელმსახურები თეთრი სამღვდელოებიდან, რომელთაც პატივს მიაგებენ მათი სულიერი ცხოვრებისათვის. |
მამამთავარი | ძველი აღთქმის პატრიარქები, რომელთაც პატივს მიაგებენ, როგორც კეთილსინდისიერების მაგალითს. მათ შორის არიან ღვთისმშობლის დედ-მამა და მეუღლე, მოციქული იაკობ (უფლის ძმა). |
ღირსმოწამეები | ბერები, რომლებიც ეწამნენ სარწმუნოებისთვის. |
ღირსი მამები | ბერები, რომელთაც თაყვანს სცემენ მათი გმირული ცხოვრების გამო. |
წინასწარმეტყველები | პირები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ბიბლიაში, რომლებმაც გამოუცხადეს ხალხს ღმერთის ნება და რომლებიც ქადაგებდნენ ძველი ისრაელისა და იუდეის ტერიტორიაზე. აღიარებენ ძველი აღთქმის 18 და ახალი აღთქმის 1 (იოანე ნათლისმცემელი) წინასწარმეტყველს, რომელიც არის ბოლო წმინდანი რომელსაც აღიარებენ წმინდანების ხსენებულ ხარისხში. |
მოციქულთა სწორნი | პირები, რომელთაც სახელი გაითქვეს სახარების ქადაგებით და ხალხები მოაქციეს ქრისტიანობაზე. |
ეპისკოპოსები | ეპისკოპოსები, რომლებმაც სახელი გაითქვეს უმწიკვლო ცხოვრებით და ქრისტიანული საქმიანობით. |
მღვდელმოწამეები | მღვდლები, რომლებიც ეწამნენ სარწმუნოებისათის. |
მესვეტეები | პირები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მესვეტეობის ტვირთი (განუწყვეტლივ ლოცულობდნენ სვეტზე, კოშკზე და ა. შ.). |
ვნების დამთმენნი | პირები, რომლებიც მოწამეობრივად აღესრულნენ არა სარწმუნოებისათვის, შესაძლოა ერთმორწმუნეთა ხელითაც სიბოროტის, შურიანობის თუ შეთქმულების გზით. |
საკვირველთმოქმედები | წმინდანები, რომლებმაც სახელი გაითქვეს სასწაულების აღსრულებით და რომელთა მიმართ ლოცვას, მოყვება სასწაული. |
სალოსები | ღვთისმსახურები, რომლებიც თავისი ნებით იღებენ სულელების სახეს. ასეთი პირებისათვის დამახასიათებელია ცხოვრების ასკეტური წესი და ადამიანის მანკიერებების მხილება (საკუთარი თავის მაგალითზე), მათ შორის საზოგადოების წინაშეც. |
აღმსარებელი | ადამიანი რომელიც ქრისტიანობის გამო აწამეს მაგრამ დარჩა ცოცხალი. |