მარგი ქმედება
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მარგი ქმედება}} |
მარგი ქმედება — მუშაობა, რომლის შესასრულებლადაც შეიქმნა და გამოიყენება მანქანა. მაგალითად, ამწესათვის ეს არის ტვირთის აწევის მუშაობა, სახარატო ჩარხისათვის — საჭრისთან ნაკეთობის ხახუნის ძალის საწინააღმდეგო მუშაობა და სხვ.
მარგი ქმედების კოეფიციენტი
რედაქტირებამექანიზმების გამოყენებით შესრულებული მუშაობა ყოველთვის ნაკლებია მარგ მუშაობაზე, ვინაიდან ყოველთვის არსებობს ხახუნის ძალები, რომელთა უარყოფითი მუშაობაც იწვევს მანქანის ან ძრავას სხვადასხვა ნაწილის გათბობას. მანქანის დანიშნულებაა მექანიკური მუშაობის შესრულება, მისი გათბობა კი სასარგებლო მუშაობად ვერ ჩაითვლება. გათბობა იწვევს ძრავისთვის გადაცემული ენერგიის ნაწილის გარდაქმნას არა მექანიკურ, არამედ შინაგან ენერგიად, რომელიც ჩვეულებრივ ვერ გამოიყენება მუშაობის შესასრულებლად.
ამიტომ ყველა მანქანა, ძრავა თუ მექანიზმი ხასიათდება განსაკუთრებული სიდიდით, რომელიც გვიჩვენებს რამდენად შედეგიანია გადაცემული ენერგიის გამოყენება. დახარჯული ენერგიის ეფექტურ გამოყენებას გამოსახავენ მარგი ქმედების კოეფიციენტით (მ.ქ.კ.).
Aსრ-Aმ გვაძლევს იმ მუშაობას, რომელიც წინააღმდეგობათა დასაძლევად უნდა შესრულდეს. მარგი მუშაობის შეფარდებას სრულ მუშაობასთან მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქვია. მ.ქ.კ.- ს ასე აღნიშნავენ:
მ.ქ.კ. = (Aმარგ / Aსრ ) . 100% მ.ქ.კ. გამოისახება პროცენტებით. ნებისმიერი მექანიზმის მ.ქ.კ. ერთზე, ანუ 100%-ზე ნაკლებია. მ.ქ.კ.-ი შეიძლება გამოითვალოს თუ ცნობილია მარგი და სრული სიმძლავრეები.
მ.ქ.კ. = (Nმარგი / Nსრ ). 100%