მარგვეთი ზესტაფონი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან მარგვეთი ზესტაფონი)

საფეხბურთო კლუბი მარგვეთი ზესტაფონისაქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზესტაფონიდან.

მარგვეთი ზესტაფონი
სრული სახელი მარგვეთი
დაარსდა 1990
სტადიონი ზესტაფონი, საქართველო
პრეზიდენტი თამაზ შარაშენიძე (1990–1993)
ვასილ ხაჭაპურიძე (1994–2000)
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შექმნის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო კლუბები, მათ შორის თბილისის დინამოც, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს გამოეყვნენ და ახლადდაარსებულ ლიგებს შეუერთდნენ.

1990 წელს ზესტაფონში შეიქმნა ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი“, რომელმაც დაიკავა „მეტალურგის“ ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში „მარგვეთი“ საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს „მარგვეთი“ ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.

სულ, 1991-1998 წლებში „მარგვეთმა“ მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ — 43, დამარცხდა — 106-ში, ბურთების სხვაობა 397-443.

ზვიად ენდელაძე კლუბის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გახდა მას შემდეგ, რაც ერთ სეზონში 40 გოლი გაიტანა და ამ მიღწევით იგი ევროპის ოქროს ბუცის არაოფიციალური მფლობელი გახდა.[1]

2006 წელს ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი-2006“, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არის და მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტული სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს. მიუხედავად, იმისა, რომ საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი-2006“ 1990-2000 წლების დროინდელი „მარგვეთის“ ოდნავ სახეშეცვლილ სიმბოლიკას იყენებს, ეს კლუბები სხვადასხვა იურიდიული პირები არიან.

სეზონები

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა კომენტარი
1990 პირველი ლიგა 2 38 28 3 7 102 44 87 1/32 დაწინაურდა
1991 უმაღლესი ლიგა 8 19 8 3 8 32 32 27
1991-92 უმაღლესი ლიგა 8 38 14 11 13 60 58 53 1/16
1992-93 უმაღლესი ლიგა 6 32 15 5 12 49 54 50 1/4
1993-94 უმაღლესი ლიგა 8
1994-95 უმაღლესი ლიგა 9 30 10 6 14 35 53 36 1/32
1995-96 უმაღლესი ლიგა 2 30 22 2 6 85 37 68 1/4
1996-97 უმაღლესი ლიგა 7 30 12 2 16 44 66 38 1/4 უეფა-ს თასი, შესარჩევი რაუნდი
1997-98 უმაღლესი ლიგა 16 30 2 7 21 21 75 13 1/32 დაქვეითდა
1998-99 პირველი ლიგა
1999-00 პირველი ლიგა 1/16
რეზერვი
სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ კომენტარი მწვრთნელი
1995-96 პირველი ლიგა დასავლეთი 17 38 12 3 23 54 83 39

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება