მარგალიტა არაბიძე
მარგალიტა არაბიძე (დ. 22 მარტი, 1980) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.
დაიბადა ქალაქ ზესტაფონში. 1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის სპეციალობით, ხოლო 2002 წელს მაგისტრატურა სპეციალობით საინჟინრო მენეჯმენტი. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ლაბორანტად და ასისტენტ-პროფესორად 2000-2008 წლებში. 2004-2009 წლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და ტრანზიტული გადაზიდების პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ წამყვან სპეციალისტად. 2011-2012 წლებში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი-ენერგორესურსების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად. მარგალიტა არაბიძე 2013 წლის მაისიდან არის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსი და საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ენერგეტიკოსები, თბ., 2016, გვ. 17-18