მარა ზალიტე (ლატვ. Māra Zālīte, დ. 18 თებერვალი, 1952) — ლატვიელი მწერალი[2] და საზოგადო მოღვაწე.

მარა ზალიტე
ლატვ. Māra Zālīte
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1952(1952-02-18)[1] (72 წლის)
დაბადების ადგილი კრასნოიარსკი
საქმიანობა პოეტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი და ლირიკოსი
ენა ლატვიური ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 ლატვია
ალმა-მატერი Q4190979? და ლატვიის უნივერსიტეტი
ჯილდოები სამი ვარსკვლავის ორდენი, Cross of Recognition და Honorary citizen of Tukums Municipality
შვილ(ებ)ი Ilze Ķuzule-Skrastiņa

ზალიტეს ლიტერატურული ნაშრომები მოიცავს პოეზიას, ესეებს, დრამას, პროზას და ლიბრეტოებს. ისინი უმეტესად უკავშირდება ისტორიულ პრობლემებს და აქვს სიმბოლური დატვირთვა, მითოლოგიასთან და ლატვიურ კულტურასთან, ასევე ლატვიელებთან მიმართებაში. ავტორის ნაშრომები თარგმნილია არაერთ ენაზე, მათ შორის რუსულზე, ინგლისურზე, გერმანულზე, შვედურზე, ესტონურზე და ფრაგნგულზე.[3]

ზალიტეს ლიტერატურული ნაშრომები პირველად 1970-იან წლებში გამოქვეყნდა. 1980-იან წლებში ზალიტე დრამატურგიაზე გადაერთო, დაწერა რა ლიბრეტოები მუსიკებისთვის და ასევე როკ ოპერები. მისი ნაშრომები გამოუყენებია არაერთ ლატვიელ ხელოვანს, როგორებიცაა რაიმონდს პაულსი და Zodiaks.[4]

მწერალი დაჯილდოებულია არაერთი ლიტერატურული პრიზითა და ეროვნული ჯილდოთი, მათ შორის სამი ვარსკვლავის ორდენით და ლატვიაში ითვლება ერთ-ერთ გამოჩენილ სოციალურ ფიგურად.[5]

მისი პირველი პროზაული ნაწარმოებია ავტობიოგრაფიული ნოველა „ხუთი თითი“ (2013), რომელმაც მკითხველთა და მწერალთა საზოგადოებაში აღიარება მოიპოვა.[6][7]

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

მარა ზალტე დაიბადა კრასნოიარსკში, რუსეთში, სადაც მისი ოჯახი 1941 წელს გაადეპორტეს.[8]

მარამ 4 წელნახევარი გაატარა რუსეთში მანამ, სანამ 1956 წელს მის მშობლებს ლატვიაში დაბრუნების უფლება არ მისცეს.

კარიერა რედაქტირება

მარა ზალიტემ 1975 წელს დაასრულა ლატვიის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974-იდან 1989 წლამდე ის მუშაობდა ლატვიის მწერალთა კავშირის ტექნიკურ ასისტენტად, ახალი მწერლების სტუდიის მენეჯერად და ჟურნალ „Liesma“-ის პოეზიის კონსულტანტად. 1989 წელს ის საგამომცემლო სახლისა და ჟურნალ „Karogs“-ის მთავარი რედაქტორი გახდა, ამ პოზიციას ის 2000 წლამდე ინარჩუნებდა, ამ წელს ის ლატვიის ავტორთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა და 2008 წლამდე ამავე თანამდებობას იკავებდა.[9] მარა ზალიტე ასევე ოუპ სამი ვარსკვლავის ორდენის საკრებულოს წევრი (1999-2006)[10] და ეროვნული ენის კომისიის თავმჯდომარე (2002-2004)[11].

ის ასევე 1998 წლიდან არის ეროვნული საბიბლიოთეკო საბჭოს სანდო წევრი[12] an honorary member of the Academy of Sciences[13], მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი და „Koknese foundation“-ის 14 დამფუძნებლიდან ერთ-ერთი.[14]

გამოქვეყნებული ნაშრომები რედაქტირება

პოეტური კრებულები რედაქტირება

  • Vakar zaļajā zālē (ყველა ჩიტმა იცის ეს). რიგა, 1977
  • Rīt varbūt (იქნებ ხვალ). რიგა, 1979
  • Nav vārdam vietas (არაა ადგილი სიტყვებისთვის). რიგა, 1985
  • Debesis, debesis (სამოთხე, სამოთხე). რიგა, 1988
  • Apkārtne (სამყარო ჩემს გარშემო). რიგა, 1997
  • Dzeja (პოეზია). რიგა, 2003
  • Dziesmu rakstā. რიგა, 2015

ესეების კოლექცია რედაქტირება

  • Brīvības tēla pakājē (თავისუფლების ქანდაკების ძირში). 1990
  • Kas ticībā sēts (რწმენით დათესილი). რიგა, 1997

ნოველები რედაქტირება

  • Pieci pirksti (ხუთი თითი). რიგა, 2013.
  • Paradīzes putni (სამოთხის ჩიტები). რიგა, 2018.

ლიბრეტოები რედაქტირება

  • Lāčplēsis, 1986/1987
  • Meža gulbji, 1995
  • Putnu opera (ჩიტების ოპერა), 1997
  • Kaupēn, mans mīļais!, 1998
  • Indriķa hronika, 1999
  • Neglītais pīlēns, 2000
  • Sfinksa, 2000
  • Hotel Kristina, 2006
  • Leļļu opera, 2008
  • Meierovics, 2013

წიგნები ბავშვებისთვის რედაქტირება

  • Deviņpuiku spēks. რიგა, 1985
  • Mamma un tētis kūrortā (დედა და მამა კურორტზე). რიგა, 2016
  • Tango un Tūtiņa ciemos (ტანგო და ტუტინა სტუმრად). რიგა, 2017

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. Cornis-Pope, Marcel; Neubauer, John (2010-09-29) HISTORY OF THE LITERARY CULTURES OF EAST-CENTRAL E. John Benjamins Publishing Company, გვ. 221–. ISBN 978-90-272-3458-2. 
  3. PERSONAL BIOGRAPHY : Māra Zālīte en-US. ციტირების თარიღი: 2018-05-09
  4. Meža gulbji : Māra Zālīte lv-LV. ციტირების თარიღი: 2018-05-29
  5. Latvijas Institūts | Iedzīvotāju aptaujā noskaidrotas desmit izcilākās Latvijas personības. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-13. ციტირების თარიღი: 2018-05-12
  6. „Nācis klajā Māras Zālītes autobiogrāfiskais romāns "Pieci pirksti" (ლატვიური). ციტირების თარიღი: 2018-05-09.
  7. „Māra Zālīte. Paradīzes putni“. ციტირების თარიღი: 2018-05-09.
  8. Māra Zālīte | LIAA en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-10. ციტირების თარიღი: 2018-05-13
  9. „Par AKKA/LAA padomes prezidentu ievēlēts Valdis Muktupāvels“ (ლატვიური). ციტირების თარიღი: 2018-05-13.
  10. vestnesis.lv. Trīs Latvijas zvaigznes - par domu un darbu… - Latvijas Vēstnesis. ციტირების თარიღი: 2018-05-12
  11. Valsts valoda. ციტირების თარიღი: 2018-05-12
  12. LNBAB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-13. ციტირების თარიღი: 2018-05-12
  13. Lange, Elmars. GODA LOCEKĻI - Akadēmijas locekļi. ციტირების თარიღი: 2018-05-12
  14. Founders and council- The Garden of Destiny – our gift to Latvia on her 100th birthday en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-13. ციტირების თარიღი: 2018-05-13