მარაოსებრი პალმა
მარაოსებრი პალმა (Trachycarpus) — პალმების გვარი არეკასებრთა ოჯახისა (უწინ პალმების ოჯახისა). მათი ღეროს სიმაღლე 20 მ, სისქე 20 სმ აღწევს, დაფარულია ყავისფერი ბოჭკოებით და ფოთლის ნაჭდევებით. მარაოსებრი ფოთლები ჯგუფ-ჯგუფად (როზეტად) სხედან ღეროს წვერზე.
მარაოსებრი პალმა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Trachycarpus | ||||||||||||
|
ფოთლის ფირფიტის სიგრძეა დაახლოებით 70 სმ, ყვავილედისა — 1 მ. 8 სახეობა, რომელიც იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჰიმალაის მთებში, კულტივირებულია ბევრ სუბტროპიკულ ქვეყანაში.
კავკასიაში (მათ შორის საქართველოს) შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისში, ლენქორანსა და ზოგან შუა აზიის რესპუბლიკებში მოშენებულია 2 სახეობა: Trachycarpus fortunel (ანუ Trachycarpus excelsus) და Trachycarpus martianus.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 428.