მარამურეშის ხის ეკლესიები

მარამურეშის ხის ეკლესიები (რუმ. Biserici de lemn din Maramureş) — სხვადასხვა პერიოდში ნაგები, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ასამდე მართლმადიდებლური ტაძრისგან შემდგარი ჯგუფი რუმინეთში, ჩრდილოეთ ტრანსილვანიის მარამურეშის ისტორიულ რეგიონში. ეკლესიები ხისგან ნაგებ მაღალ კონსტრუქციებს წარმოადგენს, რომლებიც ხასაითდებიან მაღალი, თხელი სამრეკლოებით ნაგებობის დასავლეთ კიდეზე. ეკლესიები წარმოსახავენ ჩრდილოეთ რუმინეთის მთიანი არეალის კულტურულ ლანდშაფტს.

მარამურეშის ხის ეკლესიები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 47°49′15″ ჩ. გ. 24°03′21″ ა. გ. / 47.82083° ჩ. გ. 24.05583° ა. გ. / 47.82083; 24.05583
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 904
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 904
ინგლ.რუს.ფრ.

მარმურეში რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესოდ ცნობილი რეგიონია, რომელსაც ავტონომიური ტრადიციები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან გააჩნია, მაგრამ რეგიონი დღეს საკმაოდ მივიწყებული და ნაკლებად მონახულებადია. თავის საუკეთესოდ შემონახული სოფლებითა და ხის ეკლესიებით, ტრადიციული ცხოვრების წესითა და ადგილობრივების ფერად-ფერადი სამოსით მარამურეში ერთგვარ მიზეუმს წარმოადგენს.

რეგიონის ხის ეკლესიების მშენებლობა XVII-XIX საუკუნეებში მიმდინარეობდა. ზოგიერთი მათგანი ძველი ეკლესიების ადგილას იგებოდა. ხის ეკლესიებით რუმინელებმა იმ გამოწვევას უპასუხეს, რომელიც იმ დროისათვის ქვის ეკლესიების აშენებას კრძალავდა. ეკლესიები სქელი მორებითაა ნაგები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შიგნითა მხარეს მუქია. ისინი ადგილობრივი მხატვრების მიერ მოხატულია ბიბლიური სცენებით. ტაძრებისთვის ყველაზე მთავარი საერთო მახასიეთებელია მაღალი კოშკი შესასვლელის თავზე და მასიური სახურავი, რომლებთან შედარებითაც ეკლესიის ძირითადი ნაწილი ჯუჯას ემსგავსება.

1999 წელს, მარამურეშის რვა ხის ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება