მარამურეშის ჟუდეცი
მარამურეშის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Maramureş) — ჟუდეცი ჩრდილოეთ რუმინეთში, ტრანსილვანიის ისტორიულ ოლქში, აღმოსავლეთ კარპატებში. უკავია მარამურეშის ისტორიული ოლქის სამხრეთი ნაწილი. ფართობი 6304 კმ², მოსახლეობა 461 290 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბაია-მარე. აღმოსავლეთით ესაზღვრება სუჩავის ჟუდეცი, დასავლეთით სატუ-მარეს ჟუდეცი, სამხრეთით სელაჟის, კლუჟისა და ბისტრიცა-ნესეუდის ჟუდეცები, ჩრდილოეთით უკრაინის ივანო-ფრანკოვსკისა და იმიერკარპატების ოლქები.