სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარამბიჯი (მრავალმნიშვნელოვანი).

მარამბიჯი (ინგლ. Murrumbidgee River) — მდინარე ავსტრალიიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მურეის მარჯვენა შენაკადი. წარმოადგენს ახალი სამხრეთ უელსისა და ფედერალური ტერიტორიის მთავარ მდინარეს. სიგრძე 1485 კმ,[1] აუზის ფართობი დაახლ. 81 629,68 კმ².[2] სათავე აქვს ავსტრალიის ალპების ჩრდილოეთ შტოქედებზე, მიედინება ვაკეზე. მთავარი შენაკადია მდინარე ლაკლანი (მარჯვ.). მარამბიჯზე აშენებულია წყალსაცავი და ჰესი. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ ბალრანალდთან 77 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. წვიმების დროს სანაოსნოა ქალაქ უოგა-უოგომდე, მშრალი სეზონების დროს ზოგჯერ შრება.

მარამბიჯი

მდინარე მარამბიჯი
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
სათავე ავსტრალიის ალპები
სიგრძე 1485 კმ
აუზის ფართობი 81 629,68 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} მარამბიჯი ვიკისაწყობში

ადგილობრივი აბორიგენების ენაზე, მარამბიჯი ნიშნავს „დიდ წყალს“.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Longest Rivers. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-07. ციტირების თარიღი: 3 აპრილი 2009.
  2. Economics - Murrumbidgee River. Australian Natural Resources Atlas. Department of the Environment, Water, Heritage and the Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 3 აპრილი 2009.
  3. Geographical Names Register Extract: Murrumbidgee River. Geographical Names Register (GNR) of NSW. Geographical Names Board of New South Wales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2008-06-08.
  4. Room, Adrian (2003). Placenames of the World. McFarland, გვ. 246. ISBN 0786418141.