მანუჩარ მამეიშვილი
ქართველი ინჟინერი
მანუჩარ მამეიშვილი (15 აგვისტო, 1929, ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970). სკკპ წევრი 1962 წლიდან.
მანუჩარ მამეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 აგვისტო, 1929 ბახვი, მახარაძის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი |
საქმიანობა | ინჟინერი |
დაამთავრა მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი. 1980 წლიდან იყო მახარაძის (ახლანდ. ოზურგეთის) ნატურალური ჩაის კონცენტრატების კომბინატის დირექტორი. 1982 წელს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია „დაბალხარისხოვანი ნედლეულისაგან ჩაის თხევადი კონცენტრატებისა და გამამხნევებელი სასმელების წარმოების ტექნოლოგიის კვლევისათვის, შემუშავებისა და სამრეწველო ათვისებისათვის“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 396.