მანტუა
მანტუა (იტალ. Màntova) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქს. 2009 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 48 353 ადამიანს შეადგენს. მანტუას ისტორიულმა ძალაუფლებამ გონზაგების ოჯახის მმართველობის ქვეშ, ის ჩრდილოეთ იტალიის და ზოგადად მთელი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. ქალაქი გამოირჩევა მისი მნიშვნელოვანი როლით ოპერის ისტორიაში, ასევე ცნობილია არქიტექტურული საგანძურის არაერთი ნიმუშით, მათ შორისაა დახვეწილი სასახლე და ქალაქის რენესანსული ზოგადი იერსახე. უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტას მიხედვით, სწორედ მანტუაში განდევნეს რომეო. მანტუა უახლოესი ქალაქია ცნობილი რომაელი პოეტის, პუბლიუს ვერგილიუს მარონისს დაბადების ადგილიდან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მანტუა Màntova | |||||
მანტუის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ლომბარდია | ||||
კოორდინატები | 45°10′00″ ჩ. გ. 10°48′00″ ა. გ. / 45.16667° ჩ. გ. 10.80000° ა. გ. | ||||
ფართობი | 63.97 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 19 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 48 353 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 755.9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0376 | ||||
საფოსტო ინდექსი | 46100 | ||||
საავტომობილო კოდი | MN | ||||
ოფიციალური საიტი | cittadimantova.it | ||||
ქალაქი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია XII საუკუნეში შექმნილი ხელოვნური ტბებით. ისინი გარდას ტბიდან გამომავალი მდინარე მინჩოს წყლით საზრდოობენ.
მანტუის სიახლოვეს, მდინარე მინჩოს სანაპიროებზე დასახლებები ჯერ კიდევ ძვ. წ. 2000 წელს არსებოდბა, რომლებიც ბუნებრივად დაცული იყო. ძვ. წ. VI საუკუნეში დასახლებები ეტრუსკულ სოფლად გადაიქცა.
2008 წელს, მანტუა ქალაქ საბიონეტასთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-08-07 საიტზე Wayback Machine.
- Palazzo Te (იტალიური)
- Palazzo Ducale დაარქივებული 2007-09-21 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
- A Mantova
- ქალაქის ტურისტული გზამკვლევი
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1287 ინგლ. • რუს. • ფრ. |