მანრალები — ძველი ქართველი ტომი, იგივე მეგრელები, რომელთა სახელის („მარგალის“) ბერძნული ვარიანტიც უნდა იყოს სახელწოდება მანრალები (ბერძ. Μάνραλοι). II საუკუნის ავტორი კლავდიუს პტოლემე მანრალებს უწოდებს კოლხეთის სამეფოს შიდა რაიონების მოსახლეობას. VII საუკუნის „სომხურ გეოგრაფიაში“ ეს სახელი „მანრილის“ ფორმით აღნიშნავს კოლხეთის ერთ-ერთ ნაწილს. ამ ძეგლში იგი, შესაძლებელია, სწორედ კლავდიუს პტოლემეს ნაწარმოებიდან მოხვდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;
  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 412, თბ., 1983