მანგანიტი
მანგანიტი — ჟანგეულებისა და ჰიდროჟანგეულების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობაა MnO(OH). კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. ახასიათებს წაგრძელებული კრისტალები. ხშირად გვხვდება წვრილკრისტალიანი შავი ან მურა ფერის მასის ან ოოლითებისა კონკრეციების სახით. მყიფეა და ტკეჩადი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3-4; სიმკვრივე 4200-4330 კგ/მ³. მანგანუმის მადნის დანალექი საბადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია. წარმოიქმნება ჰიდროთერმული გზით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 403.