მანასი (მდინარე)
მანასი (დრანგმე-ჩუ) — ტრანსასაზღვრო მდინარე ჰიმალაების მთისწინეთში სამხრეთ ბჰუტანსა და ინდოეთს შორის. სახელი ეწოდა ინდური მითოლოგიის გველების ღმერთის — მანასას პატივსაცემად. იგი უდიდესი სამდინარო სისტემაა ბჰუტანში,[1] ოთხ სამდინარო სისტემას შორის. დანარჩენი სამია — ტორსა, სანკოში და რაიდაკი. იდნოეთის ასამის შტატში შესვლამდე მას სამი მთავარი შენაკადი ერწყმის. მთლიანი სიგრძე 376 კმ-ია, საიდანაც 272 კმ ბჰუტანზე მოდის, 104 კმ კი ინდოეთზე. აუზის ფართობი 41 350 კმ²-ია. ქალაქ ჯოგიგოპასთან ერთვის მდინარე ბრაჰმაპუტრას.
მანასი | |
---|---|
ქვეყანა | ბჰუტანი, ინდოეთი |
სიგრძე | 376 კმ |
აუზის ფართობი | 41 350 კმ² |
მანასი ვიკისაწყობში |
მდინარის ხეობაში მდებარეობს ორი მთავარი ტყის ნაკრძალი — მანასის ეროვნული პარკი ბჰუტანში და მისი გაგრძელება — მანასის ველური ბუნების ნაკრძალი, რომელიც 1985 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[2][3]
-
მანასი ბჰუტანი-ინდოეთის საზღვარზე
-
მანასი ნაკრალში
-
მანასის ველური ბუნების ნაკრძალი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Physiological survey. Food and Agricultural Organization. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
- ↑ Royal Manas National Park, Bhutan. WWF Global.
- ↑ Bhutan. Ramsar. Wetlands.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2010-03-07.