რაიდაკი — სასაზღვრო მდინარე ბჰუტანში, ინდოეთსა და ბანგლადეშში, ბრაჰმაპუტრის შენაკადი.

რაიდაკი
ქვეყანა ბჰუტანის დროშა ბჰუტანი, ინდოეთის დროშა ინდოეთი, ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
სათავე ჰიმალაები
სიგრძე 370 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} რაიდაკი ვიკისაწყობში

სათავეს იღებს ჰიმალაის მთებში, სადაც მის ზემო დინებას თიმფუ-ჩუს უწოდებენ. აქ მისი დინება სწრაფია და რიყის ქვებან კალაპოტში მიედინება. თიმფუსა და შენაკად პარო-ჩუს შორის მისი დინება მკაცრად შეზღუდული არაა, მაგრამ შემდეგ ის ვიწრო უფსკრულებს შორის მიედინება.

ბჰუტანის შემდეგ რაიდაკი ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატის ვაკეებზე მიედინება და ბანგლადეშის ტერიტორიაზე, კურიგამის რაიონში ერწყმის მდინარე ბრაჰმაპუტრას.[1][2][3][4]

მდინარის ძირითადი ნაწილის სიგრძე 370 კმ-ია, მაგრამ შენაკადებთან ერთად ეს მაჩვენებელი მხოლოდ ბჰუტანის ტერიტორიაზენ 610 კმ-ს აღწევს.[5]

  1. Sharad K. Jain, Pushpendra K. Agarwal, Vijay P. Singh. Hydrology and Water Resources of India. p. 428. Google books. ციტირების თარიღი: 2010-05-09.
  2. Jalpaiguri district. Jalpaiguri district administration. ციტირების თარიღი: 2010-05-09.
  3. Cooch Behar district. Cooch Behar district administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2010-05-09.
  4. Gulia, K.S.. Discovering Himalaya, Volume 2. p 112. Google books. ციტირების თარიღი: 2010-05-09.
  5. Physiological Survey. River System of Bhutan. FAO Corporate Document Repository. ციტირების თარიღი: 2010-05-09.