სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანანა.

მანანა (ლათ. Aspicilia esculenta, Lecanora esculenta) — ლიქენი ლეკანორასებრთა ოჯახისა. მისი დიამეტრია 1-4 სმ. დაკუთხულ-მომრგვალო ფორმა და მონაცრისფრო, იშვიათად ჟანგისფერ-მოწითალო ფერი აქვს. ნიადაგზე არ არის მიმაგრებული და ქარს ადვილად გადააქვს შორ მანძილზე. ხშირად ქმნის მოზრდილ გროვებს.

გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ველებსა და უდაბნოებში. კავკასიაში თითქმის ყველგან გვხვდება ველისა (სტეპისა) და ნახევრად უდაბნოს პირობებში. აზია-აფრიკის მოსახლეობა საკვებად იყენებს.

ლიტერატურა რედაქტირება