მანანა თოდაძე

ქართველი მომღერალი და მსახიობი

მანანა თოდაძე (დ. 20 თებერვალი, 1958, თბილისი) — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი,[1] ანსამბლ „ივერიას“ წევრი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1980), საკავშირო კონკურსის ლაურეატი (მოსკოვი, 1980), საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული (გერმანია, 1983).

მანანა თოდაძე
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1958 (1958-02-20) (66 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1973-დღემდე
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი
საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მანანა თოდაძე დაიბადა 1958 წლის 20 თებერვალს, ქ. თბილისში. 1973 წლიდან დაიწყო აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა. 1973-1977 წლებში მღეროდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ ანსაბლებში, რომელთაგან გამორჩეულია აზერბაიჯანის ანსამბლი „გაია“. 1977 წლიდან კი ის მღერის ლეგენდარულ ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსაბლ ვია „ივერიაში“.[2]

მანანა თოდაძესათვის წლების განმავლობაში შექმნილა მრავალი ცნობილი საესტრადო, პოპ და ჯაზური სტილის სიმღერები. მანანა თოდაძეს ანსაბლ ივერიასთან ერთად მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული აქვს რეკორდული რაოდენობის შოუპროგრამები, კონცერტები, დადგმები და მიუზიკლები. თოდაძე 35 წლის მანძილზე თანამშრომლობდა ცნობილ კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიასთან, რომელიც სპეციალურად მისთვის წერდა შემდგომში ცნობილ ქართულ და არა მარტო ქართულ სიმღერებსა და არიებს.

მანანა თოდაძე წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში. დღესდღეობით ის ცხოვრობს საქართველოში, მართავს სოლო-კონცერტებს და წერს ახალ სიმღერებს, ასევე ახალი ინტერპრეტაციით ასრულებს ძველ სიმღერებს.

2018 წლის 27 აპრილს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მანანა თოდაძის ვარსკვლავი, იქამდე კი თოდაძემ ფილარმონიაში გამართა სოლო-კონცერტი ანსაბლ „ივერიასთან“ ერთად.[3] მანანა თოდაძეს 1998 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მანანა თოდაძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2020.
  2. მანანა თოდაძის მოკლე ბიოგრაფია. Fortuna.Ge. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2020.
  3. მანანა თოდაძის გრანდიოზული სოლო-კონცერტი. intermedia.ge (29 აპრილი, 2018). ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2020.