მანანა გორდეზიანი
მანანა გორდეზიანი (დ. 15 ოქტომბერი, 1940, ბაქო) — ქართველი ექიმი,ინჟინერი.
1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1962-1967 წლებში იყო სასოფლო-სამეურნეო შენობებისა და ნაგებობების საკავშირო ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა, მაცნიერ-თანამშრომელი. 1967-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ტრესტ „ორგტექსოფლმშენის“ მმართველად. 1976-1999 წლებში იყო ამავე სამინისტროს ტრესტ „საქაგროტექსოფლმშენის“ მთავარი ინჟინერი, მმართველი. უშუალოდ ხელმძრვანელობდა სამინისტროს ობიექტების მშენებლობის საორგანიზაციო და სამშენებლო პროექტების განხორციელებას, სასოფლო მშენებლობაში პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვას, შრომის მეცნიერულ ორგანიზაციას, მშენებლობის ეკონომიკურ ანალიზს და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.
ჯილდოები
რედაქტირება- 1999 - ღირსების მედალი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017 გვ. 161-162.
- წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2002 გვ. 294