მანანა აბულაძე
მანანა აბულაძე (დ. 25 თებერვალი, 1946, სამტრედია) — ქართველი მეცნიერი და ექიმი.
მანანა აბულაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 თებერვალი, 1946 |
დაბ. ადგილი | სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მუშაობის ადგილი | თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი-ინტერნი; თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში; კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში. |
დაიბადა 1946 წლის 25 თებერვალს, ქალაქ სამტრედიაში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1971-1972 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი-ინტერნი; თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში მუშაობდა 1972-1973 წლებში; 1973 წლიდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია.
აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი.
1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სასათბურე მეურნეობის მუშა ქალთა რეპროდუქტიული სისტემა და ფარისებური ჯირკვლის აქტივობა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 11, თბ., 2000.