მანადგურებელი ფარიანა
მანადგურებელი ფარიანა (ლათ. Aspidiotus destructor) — მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. ჩაის ბუჩქის მავნებელია. აზიანებს ფოთლებს. დედლის ყვითელი სხეული მთლიანად დაფარულია ბაცი ყავისფერი ან მონაცისფრო ფარით. მამალი ფრთიანია. მანადგურებელი ფარიანა პატარაა (ფარის დიამეტრი 1,5-1,8 მმ) და ძნელი შესამჩნევია. წლის განმავლობაში 2-3 თაობა ვითარდება. დედალი 60-100-მდე კვერცხს დებს. მანადგურებელი ფარიანა იწვევს მცენარის დასუსტებას, ფოთლის ცვენას და ხმობას.
მანადგურებელი ფარიანა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Aspidiotus destructor | |||||||||||||
ბრძოლის ღონისძიებანი: ჩაის პლანტაციებში სასარგებლო მტაცებელი ჭიამაიების გაშვება, ძლიერ დაზიანებულ მცენარეებზე პესტიციდების შეახურება ან ფუმიგაციის ჩატარება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჰაჯიბეილი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 1983.