მამუკა ჩიქოვანი
მამუკა ჩიქოვანი (დ. 20 აგვისტო, 1976) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.
მამუკა ჩიქოვანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1976 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1976 წლის 20 აგვისტოს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998-1999 წლებში იყო ტელევიზია „კლდეკარის“ დირექტორი. 1999-2000 წლებში — ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რუსთავის განყოფილების გამგე. 2000-2002 წლებში — საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი. იყო რუსთავის საკრებულოს მდივანი 2002-2004 წლებში. 2004-2008 წლებში — რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე. 2008 წელს გახდა რუსთავის მერი. ამ თანამდებობას იგი 2011 წლამდე იკავებდა. 2011-2013 წლებში — ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 41,17% მიიღო (26 528 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[1] 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მამუკა ჩიქოვანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მამუკა ჩიქოვანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)