მამილო ტანგის პორტრეტი
მამილო ტანგის პორტრეტი — ნიდერლანდელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, ერთ-ერთ ჟულიენ ტანგის, რომელსაც უფრო „მამილო ტანგის“ სახელით იცნობდნენ, პარიზში შექმნილი ოთხი პორტრეტიდან. პირველი ზეთის საღებავებით, 1887 წლის იანვარში დახატა, ხოლო სხვები - ორი ზეთში შესრულებული ტილო და ერთი გრაფიკული ნამუშევარი იმავე წლის ბოლოს დახატა.
მამილო ტანგის პორტრეტი | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1887 |
კატალოგი | F363 და JH1351 |
ტიპი | ზეთის საღებავები ტილო |
სიმაღლე | 92 სმ |
სიგანე | 73 სმ |
ქალაქი | პარიზი |
მუზეუმი | როდენის მუზეუმი (პარიზი) |
ჟულიენ ტანგი
რედაქტირებაჟულიენ ტანგი თავდაპირველად ხელზე ვაჭრობდა და მონმარტზე მცხოვრებ მხატვრებს საღებავებით ამარაგებდა, ბოლოს კი კლოზელის ქუჩაზე მაღაზია გახსნა. ტანგი უტოპიური სოციალიზმის მიმდევარი და იმ ხელოვანთა საიმედო მფარველი იყო, რომელთაც არც საღებავების და არც ტილოს ფული არ გააჩნდათ.
პარიზში ძმასთან, თეოსთან ჩასული ვან გოგი ხშირად დადიოდა კლოზელის ქუჩს მაღაზიაში, უყვარდა ტანგთან გამოლაპარაკება და შინ მიგან დიდი რაოდენობით მიჰქონდა საჭირო საღებავები. აქ გაიცნო ბევრი მხატვარი, ემილ ბერნარით დაწყებყლი (რომელთანაც შემდგომში გულითადი მეგობრობა აკავშირებდა) და პოლ სეზანით დამთავრებული, ვისთან საუბარშიც საკუთარ თეორიებს იცავდა და ვინც მისი პორტრეტების, პეიზაჟებისა და ნატურმორტების ნახვის შემდეგ უთხრა: „თქვენ მართლაც გიჟივით ხატავთ“.
პორტრეტი
რედაქტირებავან გოგის შემოქმედების ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 1877 წლის შემოდგომაზე დახატული ტანგის ორი პორტრეტი ანიერში, ემილ ბერნარის სახელოსნოშია შექმნილი. და მოცემული ნახატი საბოლოო ნამუშევრად უნდა ჩაითვალოს. ტანგი ამ სურათზე გამოსახულია ანფასში, ხელები გადაჯვარედინებული აქვს ხალათზე, თითქოს ბუდისტი ბერის იერის მისაცემად. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს ფონიც, რომელიც დახუნძლულია იაპონური ესტამპებით, რომლებიც ალბათ მისი კოლექციის ნაწილს შეადგენდა და აქ თითქმის ნატურალური პროპორციებითაა გადმოტანილი. გაუგებარია რატომ გამოიყენა ფონად ისინი, რადგან ვიცით, რომ ტანგი მათ მაინცდამაინც დიდად არ აფასებდა. ასეა თუ ისე ეს ესტამპები მაშინ პოპულარული თემა იყო ახალგაზრდა ხელოვანთა შორის. მათ იმპრესიონიზმის ჩნაცვლება ფერის ახალი შეგრძნებით სურდათ, რასაც ყველაფერში პოულობდნენ, რაც კი იაპონური იყო.
ვან გოგმა აქ ფერის ახლებური გაგება მოგვცა. მართლაც, მან თავისებურად გაიაზრა იაპონური ესტამპების თემები და მოახდინა ორიგინალური ტონების მოდიფიცირება. ამ პორტრეტში სრულიად დაუბრკოლებლად გამომჟღავნდა ფერის თანდაყოლილი გრძნობა, რაც ვინსენტს გააჩნდა და რაც განსხვავდებოდა მის მიერ ჰოლანდიასა და ბელგიაში შექმნილი ტილოებისგან.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010