როდენის მუზეუმი (პარიზი)
როდენის მუზეუმი (ფრანგ. Musée Rodin) გაიხსნა 1919 წელს პარიზში, სასტუმრო ბირონსა და მის შემოგარენში. აქ გამოფენილია ფრანგი სკულპტორის ოგიუსტ როდენის ნამუშევრები. კოლექცია 6600 სკულპტურას, 8000 ნახატს, 8000 ძველ ფოტოგრაფიას და 7000 ხელოვნების სხვადასხვა საგანს მოიცავს. ყოველწლიურად მუზეუმს 700 000 მნახველი სტუმრობს.
როდენი სასტუმრო ბირონში ცხოვრობდა 1908 წლიდან და შემდეგ მთელი საკუთარი სკულპტურების კოლექცია (ვინსენტ ვან გოგისა და პიერ ოგიუსტ რენუარის ტილოებთან ერთად) საფრანგეთის სახელმწიფოს გადასცა იმ პირობით, რომ მთავრობა სასტუმროს შენობას მისი ნამუშევრებისადმი მიძღვნილ მუზეუმად აქცევდა.
მუზეუმის კოლექცია შეიცავს როდენის ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებებს, მათ შორისაა „მოაზროვე“ და „კოცნა“. მის სკულპტურათა უმრავლესობა მუზეუმის ვრცელ ბაღშია გამოფენილი.
მუზეუმს ასევე გააჩნია ოთახი, რომელიც კამილა კლოდეს ნამუშევრებს ეძღვნება.