მამია ყოლბაია
მამია ყოლბაია (დ. 1923, სოფ. ჭუბურხინჯი, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი — გ. 2011) — ქართველი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით.
1954 წელს მუშაობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად, 1960 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელად, 1974 წელს მასწავლებელთა დახელოვნების რესპუბლიკური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ, 1976 წელს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ, 1985 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის კორექციული პედაგოგიკის კათედრის გამგედ.
სადისერტაციო თემა — „ოლიგოფრენ ბავშვთა ინტელექტუალური განვითარების თავისებურებანი“, დაიცვა 1970 წელს.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სპორტის ფსიქოლოგია (ავტორი). — თბილისი, ცის ნამი, 2003. — 343გვ.. — ISBN 99928-63-84-6
- ბავშვის ფსიქოლოგია (ავტორი). — თბილისი, პედ. უნ-ტის გამ-ბა, 1998. — 435გვ.
- დეფექტოლოგიის საფუძვლები (ავტორი). — თბილისი, განათლება, 1989. — 255გვ.
- დავიცვათ ბავშვები გადატვირთვისაგან (ავტორი). — თბილისი, 1974. — 29გვ.
- გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვთა ფსიქოლოგია (ავტორი). — თბილისი, განათლება, 1971. — 345გვ.
- გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის ინტელექტუალური განვითარების თავისებურებანი (ავტორი). — თბილისი, მეცნიერება, 1970. — 219გვ.