მამია დუდუჩავა (დ. 14 აგვისტო, 1911, ქვემო ხეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი— გ. 8 მაისი, 1980)— ქართველი ლიტერატურათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

მამია დუდუჩავა
დაბ. თარიღი 1 (14) აგვისტო, 1910
დაბ. ადგილი ქვემო ხეთი
გარდ. თარიღი 8 მაისი, 1980(1980-05-08) (69 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნე
ალმა-მატერი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1911 წლის 14 აგვისტოს ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ქვემო ხეთში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1944-1947 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 1948-1952წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი; 1952 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1954 წლიდან ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი; წერდა კრიტიკულ წერილებს, მონოგრაფიებსა და ნარკვევებს ახალი ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის საკითხებზე.

სამეცნიერო ნაშრომები

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ფერწერა (1939)
  • გიგო გაბაშვილი (1946)
  • ახალი ქართული ხელოვნება (1950)
  • ხელოვნების პრობლემები (1959)
  • შოთა რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი (1966)

ჯილდოები, პრემიები

რედაქტირება
  • 1969 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1965 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება