მამაცაშვილის სახლი
ისტორიული ძეგლი საქართველოში
მამაცაშვილის სახლი — ისტორიული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხურვალეთში. ამჟამად საცხოვრებელი სახლია. 1905 წლის 15 აგვისტოს მამაცაშვილის სახლს ალყა შემოარტყეს წითელრაზმელებმა და შეეცადნენ განეიარაღებინათ იქ დამალული შავრაზმელები. შეტაკების დროს მოკლეს ერთ-ერთი წითელრაზმელი. შავრაზმელებმა გაქცევით უშველეს თავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 64.