მთავარი მენიუს გახსნა

მამადუ სახო (ფრანგ. Mamadou Sakho; დ. 13 იანვარი, 1990) — საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის ფეხბურთელი, თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

მამადუ სახო
Mamadou Sakho 2014.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
13 იანვარი, 1990 (1990-01-13) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
პარიზი, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სიმაღლე 1.87
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლივერპული
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
1996-2007 პარი სენ-ჟერმენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007-2013 პარი სენ-ჟერმენი 151 (7)
2013- ლივერპული 34 (1)
ეროვნული ნაკრები
2010- საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 26 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერარედაქტირება

სახომ ახალგაზრდული კარიერა ფრანგულ პარი სენ-ჟერმენში დაიწყო, თავის გამოჩენის გამო 2007 წელს პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, ამავე წელს მის სადებიუტო მატჩში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში (18 წლის). 2013 წელს სახო ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდა და ლივერპულს შეუერთდა.

სახო საფრანგეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების კაპიტანი იყო, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2010 წლის აგვისტოში ინგლისის წინააღმდეგ შედგა. მონაწილეობა მიიღო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.

მიღწევებირედაქტირება

საფრანგეთის ლიგა 1 (2012-2013)

საფრანგეთის ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრები (2010-2011)

საფრანგეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2010-2011)

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება